x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცნობილი მსახიობები, რომლებმაც კარიერა "ზრდასრულთა" ფილმებით დაიწყეს

image


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მაყურებლისთვის ზოგიერთმა საყვარელმა მსახიობმა კარიერა "ზრდასრულთა" ფილმებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ისინი ეკრანზე სულ სხვა უმპლუით წარსდგნენ. დღეს, ისინი საკუთარ წარსულს სიამოვნებით დაივიწყებდნენ, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ინტერნეტსივრცეს ყველაფერი ახსოვს. ვისზეა საუბარი?




კამერონ დიასი


image


ეს დღეს არის 50 წლის კამერონი - ცნობილი მსახიობი და მოდელი, რომელსაც თავისი "ღირსებების" კამერის წინ გამოჩენის რცხვენია, და თუ მას თამამ სცენებში თამაშს სთავაზობენ, სხეულის იმ ნაწილებს ყოველთვის იფარავს, რისი საჯაროდ დემონსტრირებაც არ სურს, თუმცა იყო დრო როდესაც 19 წლის დამწყები მსახიობი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დათანხმდა რეჟისორს თამამი როლის შესრულებას მოკლემეტრაჟიან ფილმში "ის ანგელოზი არ არის ".


image


მაშინ მას ეკრანზე ჯერ ნახევრად ჩაცმულს მოუწია სიარული, შემდეგ კი მსახიობმა მეტისმეტად თამამ სცენაშიც ითამაშა, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წარსულში დარჩა, თუმცა ნურას უკაცრავად, მას შემდეგ რაც კამერონი ცნობილი გახდა, მან ფილმის ჩანაწერი ფოტოგრაფისგან მიიღო, რომელმაც "ფულის შოვნის" მიზნით მისი დაშანტაჟება გადაწყვიტა. მსახიობს არ შეეშინდა და შანტაჟის შესახებ პოლიციაში განაცხადა. ფოტოგრაფს სამართალდამცველთა წინაშე თავისი საქციელისთვის პასუხის გაცემა მოუწია, თუმცა ფილმიდან კადრები ინტერნეტსივრცეში მაინც გავრცელდა, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს ასეთი კინოთი უკვე ვეღარავის გააკვირვებ.




პერი რივზი


image


52 წლის პერი რივზი ამერიკაში მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ეკრანზე სერიალი "ანტურაჟი" გამოვიდა, სადაც მან ერთ-ერთი როლი შეასრულა, თუმცა ყველამ არ იცის, რომ პერიმ კარიერის გარიჟრაჟზე ითამაშა ეროტიკულ სერიალში "წითელი ფეხსაცმლის დღიურები". სურათში ბევრი ისეთი თამამი ეპიზოდია, გამოუცდელ მაყურებელს ბევრ კითხვას რომ გაუჩენს.


image


თუმცა მსახიობს ასეთ ფილმში თამაშის არ მორიდებია. ალბათ, იმ მიზეზით რომ მისი პარტნიორი არა ვინმე რიგითი მსახიობი, არამედ თავად დევიდ დუხოვნი იყო, რომელთანაც მას იმ დროს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა, ამიტომ გადასაღებ მოედანზე რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ყოფილა. დღეს, პერის სულ სხვა ცხოვრება აქვს. მსახიობი იოგათია გატაცებული და იოგის საკუთარი სკოლაც კი აქვს, სადაც ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია ვარჯიში.




კეტრინ ზეტა-ჯონსი


image


ლამაზმანი შემოდგომაზე 54 წლის ხდება, თუმცა მაინც უწინდებურად მიმზიდველი და სექსუალურია. გოგონა ახალგაზრდობაში მართლაც საუცხოოდ გამოიყურებოდა და კამერის წინ თავისი "ღირსებების" ჩვენებასაც არ ერიდებოდა. ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ღირს ფილმ "ათას ერთი ღამის" გახსენება, სადაც კეტრინი დედიშობილა დასერინობდა და საერთოდ არ რცხვენოდა, მის "ღირსებებს" მილიონობით მაყურებელი რომ ნახავდა. როგორც ჩანს, ლამაზმანი მშვენივრად ხვდებოდა, რომ დასამალი არც არაფერი ჰქონდა და ეჭვი არ ეპარებოდა რომ მაყურებელი მის მიმზიდველობას სათანადოდ დააფასებდა, რაც ასეც მოხდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ, მსახიობს კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გაუჩნდა, ვიდრე ადრე ჰყავდა.





ჰელენ მირენი


image


გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ეკრანებზე გამოსული ტინტო ბრასის "კალიგულა" ნამდვილ აღმოჩენად იქცა, ვინაიდან მანამდე კინოს სამყაროში მსგავსი არაფერი ყოფილა. 34 წლის ბრიტანელ მსახიობს ფილმში ცეზონიას როლი ერგო, რომელსაც მან თავი ბრწყინვალედ გაართვა. სურათმა თავისი თამამი სცენებით მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ამასთან ყველა სცენა დუბლიორის გარეშე იყო გადაღებული. ახალგაზრდა მსახიობს ცეზონიას როლმა უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა.


image


დღეს, ჰელენ მირენი 77 წლის არის და საკუთარი ასაკის სულ არ რცხვენია, პირიქით, ამაყობს კიდეც. კინოვარსკვლავს არც ერთი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, ვინაიდან ბუნებრივად დაბერებას ამჯობინებს, და უნდა ითქვას რომ მსახიობი თავისი არც თუ პატარა ასაკის მიუხედავად მართლაც შესანიშნავად გამოიყურება.









0
645
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
645