x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
სამწუხაროდ, ქართველებს წრსულის მწარე გაკვეთილებიდან სწორი დასკვნა ვერ გამოგვაქვს, მტერს მტრებს რატომ არ ვუწოდებთ?

image
ჩერქეზები მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გვებრძოდნენ, გვებრძოდნენ აფხაზეთის ომში. ვინც როგორ უნდა ისე გამიგოს, უკრაინაში ვაპირებ ზაფხულის ბოლოს დაბრუნებას და შანსი არაა ჩერქეზი შემხვდეს და ტყვედ ავიყვანო.


ბაბუას, მამის და ბიძების ნაამბობი კარგად მახსოვს, იმდენად კარგად ისინი მოსისხლე მტრებად ჩავთვალო.



სწორედ ჩერქეზების ბატალიონთან შეტაკებისას დაიჭრა მამა 27 სექტემბერს სოხუმში, რკინიგზის სადგურთან და მისმა ბავშვობის ძმაკაცმა გურამ კვიტატიანმა (სვანო) გამოიყვანა მძიმედ დაჭრილი. კიდევ კარგი მოაფიქრდა და ნათესავი აფხაზის ოჯახში მიიყვანა. ზუსტად 3 თვე იწვა მამა ნათესავების ოჯახში და 3 თვის მანძილზე 3 საათით არ მოსცილებია ბავშვობის ძმაკაცი. ჩვენ კი დაღუპული გვეგონა მამაც და გურამი ბიძიაც, ჩერქეზების ნაავკაცარს რომ ვისმენდი ძარღვებში სისხლი მიდუღდა.


წინა ხელისუფლებამ კი აიღო და ხალხის დაუკითხავად ჩერქეზების გენოციდი აღიარა, მეტიც აგერ ყურისძირში დაგვიდგეს მოსისხლე მტრების გენოციდის ამსახველი მონუმენტი ანაკლიაში.



ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ჩერქეზები ანაკლიაში გენოციდის დღის აღსანიშნავად, თავადაც შევხვედრივარ, მაგრამ მე ქართველი ვარ და კავკასიელი, სტუმრად, უიარაღოდ მოსულს ვერ ვაკადრებდი ვერაფერს.



გგონიათ დაგვიფასეს ჩერქეზებმა? თურქეთში უზარმაზარი დიასპორა ჰყავთ და თურქეთს არ უღიარებია მათი გენოციდი, მაგრამ ჩვენ ხომ ყოველ უაზრობაში ყველაზე წინ უნდა დავდგეთ.



2008 წელს ჩერქეზები, ისევე, როგორც ბევრი სხვა ჩრდილოეთკავკასიელი გვებრძოდა სამაჩაბლოში.


სიმართლე გითხრათ ერთი პირობა გეგმაც მქონდა ამეფეთქებინა ის მონუმენტი, არც გამიჭირდებოდა, როგორც პროფესიონალ გამნაღმველს, მაგრამ მაშინ საქართველოს ღირსებას შევლახავდი ამით და ამან შემაჩერა და არა ციხეში მოხვედრის შიშმა.



ერთადერთი უღალატო მეგობრები გვყავს იმიერ კავკასიაში და მოყვარეს მტრად ვუპირებთ გადაქცევას, რადგან ინგუშებს ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან უკან ვაბრუნებთ, როცა ნაძირალა და ერის მოღალატე რამზან კადიროვის ყურმოჭრილ მონას, მოკრიმინალო ბიზნესმენად წოდებულ ვიგინდარას შეიარაღებული ექსკორტით ვატარებთ საზღვარზე დაუბრკოლებლად.



ინგუშების, ბალყარელების და დაღესტნის რამდენიმე ეთნოსის გარდა მთელი იმიერ კავკასიის წარმომადგენლები გვებრძოდნენ აფხაზეთში, რატომ ვუშვებთ ამათ საქართველოში და არ ვუშვებთ, ინგუშებს, ბალყარელებს და დიდოელებს, ვისაც არ აღუმართავთ ჩვენს წინააღმდეგ იარაღი?


ქართულ სამეცნიერო წრეებში ჩერქეზული კულტურის ცენტრიცააა (იყო ყოველ შემთხვევაში), ჩერქეზეთში არის მსგავსი რამ?



ასევე დაზუსტებული ინფორმაცია, მაქვს, რომ აფხაზთა ისტორიის დამოუკიდებელ სახელმძღვანელოდ სწვლებას აპირებენ.
აფხაზი ისეთივე ქართველია, როგორიც მე და რანაირად უნდა ისწავლებოდეს ქართველის ისტორია ცალკე წიგნად?


ერის წინააღმდეგ წასვლას კარგი არავისთვის მოუტანია, მე ისევ დაგემშვიდობებით ზაფხულის შუა პერიოდში სავარაუდოდ და ჩერქეზებს უკრაინაში, ბრძოლის ველზე ვეტყვი ქართველის სათქმელს, დიახ სათქმელს, რადგან მუქარა არაა კაცური საქციელი.



0
91
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
91