x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512196
აფრიკაში ფოტოგრაფმა წყალსატევი გააკეთა... და ნახეთ რა მოხდა?
image


უილ ბორარდ–ლუკასი (Will Burrard-Lucas) დიდი ხანია, აფრიკის ბუნებას უღებს სურათებს...


imageimage


ცოტა ხნის წინ კი, მან მეტად უჩვეულო პროექტი – Shompole Hide დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, აფრიკულ ცხოველებს წყურვილის მოსაკლავად, კარგი ადგილი აჩუქა. ხოლო, მოგზაურებს და ფოტოგრაფებს — აფრიკის საუკეთესო კუთხე, ამ გასართობ სანახაობაზე, დასაკვირვებლად.


image


ბორარდ–ლუკასი, უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, კენიის შომპოლის პარკში მუშაობდა. ეს პარკი მასაის კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობს და იქ, ტურიზმი, შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. დღისით პარკში ძალიან ცხელა და ამიტომ, ცხოველს იშვიათად თუ შეხვდებით.


imageimage


მაგრამ ღამე, ეს ტერიტორია ცოცხლდება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ტბები, გუბურები ან წყალსატევებია: იქ წყლის დასალევად, ათობით სხვადასხვა სახეობის ცხოველი იყრის თავს. ფოტოგრაფის ყურადღება პატარა წყალსატევმა მიიპყრო, რომელიც გუბურას უფრო ჰგავდა: დღე იქ არავინ იყო, მაგრამ, ღამის ხედვის კამერებმა, ამ მეტად მოკრძალებული ტბის ირგვლივ, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ცხოველი დააფიქსირა.



image


უოლს სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, რომ ამ ადგილზე, უფრო დიდი წყალსატევი გაეკეთებინა და იქვე, სადამკვირვებლო სივრცეც მოაწყო. ასე დაიბადა მისი პროექტი Shompole Hide.


imageimage


ფოტოგრაფმა, წყალსატევის მახლობლად 2 კონტეინერი დადგა, რომლის ფანჯრები, წყალსატევზე გადიოდა. ხოლო შიგნით, გასაშლელი საწოლები დადგა, მოგზაურების კომფორტისთვის.


image


წყალსატევებამდე მილები გაიყვანეს და ახლა, იქ ცხოველებს, რეგულარულად მიეწოდებათ სუფთა წყალი. ამასთან, წყალსატევი არასდროს შრება. სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, წყალსატევთა ცხოველებმა დაიწყეს მისვლა და ყოველდღიურად, მათი რიცხვი, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.


imageimage


რაც შეეხება, მეტად მოკრძალებული კომფორტის კონტეინერებს, ის მაგნიტივით იზიდავს ფოტოგრაფებს და ველური ბუნების მოყვარულებს.


imageimageimageimage




P. S. საერთოდ, ყველაზე თანამედროვე და მდიდარი ზოოპარკიც კი, ვერ მოგცემთ იმის წარმოდგენის საშუალებას, თუ როგორ ცხოვრობენ ველური ცხოველები ბუნებრივ გარემოში, გალიების გარეშე. თუ ბუნება გიყვართ და გინდათ ძუძუმწოვრებზე და ფრინველებზე დაკვირვება, კარგი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მისაღებად, მსოფლიოს ერთ-ერთ ეროვნულ პარკში უნდა გაემგზავროს. საბედნიეროდ, ამ მხრივ, არჩევანი დიდია. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ველური ბუნება არაპროგნოზირებადია, ხოლო ცხოველები ერიდებიან ადამიანებთან კონტაქტში შესვლას. ნაკრძალების უმრავლესობაში, შეუძლებელია ციყვზე უფრო დიდი ზომის ცხოველის ნახვა.

ამიტომ, ცხოველების უნახაობის გამო, იმედგაცრუება თავიდან რომ აირიდოთ, გთავაზობთ იმ ადგილების ნუსხას, სადაც შეიძლება ფაუნის ყველაზე საინტერესო წარმომადგენლების ნახვა — პაწია, თითის ხელა ლემურიდან დაწყებული – გიგანტური ლურჯი ვეშაპით დამთავრებული. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* სამყაროში სიცოცხლის განვითარებამ, თავის პიკს მილიარდი წლის წინ მიაღწია

* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა

* საიდუმლო ინფორმაცია პენტაგონიდან, რომელმაც სოციალურ ქსელში "გაჟონა" – უცნაური არტეფაქტის ისტორია



0
908
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
908
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0