x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
მსოფლიოს 10 ყველაზე გასაოცარი ფაქტი მწერებზე, ცხოველებზე და არამარტო
დედამიწას თავისუფლად რომ შეიძლება ერქვას საოცრებათა პლანეტა, ამაში ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. ამიტომ ნუ ელით ამაო სასწაულებს. სასწაული თავად ეს ცხოვრებაა.


1. მსოფლიოს ყველაზე გრძელი გზა ალასკას არგენტინის სამხრეთთან აკავშირებს. მისი სიგრძე 30, 000 კილომეტრია და ის 17 სახელმწიფოზე, ექვს საათობრივ სარტყელსა და ოთხ კლიმატურ ზონაზე გადის.


ცხოველი


2. ლურჯი ვეშაპები დედამიწის ისტორიაში ყველაზე მძიმეწონოსანი ცხოველები არიან. მათ 33, 5 მეტრი სიგრძე აქვთ და 200 ტონას იწონიან.



3. ჰერკულესი ხოჭოს ნაირსახეობაა. ამ სახეობის თითოეული მწერი გასაოცრად გიგანტურ ზომებს აღწევს და არც ისე იშვიათად 17 სანტიმეტრამდეც კი იზრდება.


4. დედამიწაზე არსებულ სოკოების 80 სახეობა მანათობელია. ნათებას ეს სოკოები მწერების მოსაზიდად და მათი მეშვეობით გასამრავლებლად იყენებენ.


5. Microsoft-ის დეველოპერების სასტარტო ხელფასი თვეში 106 ათასი დოლარიდან იწყება.


ჩანჩქერი


6. ყველაზე დიდი ჩანჩქერი არის სალტო ანხელი, რომელიც ვენესუელაში მდებარეობს. მისი სიმაღლე 979 მეტრია.


7. ანა კოპჩოვსკა მსოფლიოში პირველი ქალია, რომელმაც 1894 წელს ველოსიპედით დედამიწას გარშემო შემოუარა. საინტერესოა, რომ მან ველოსიპედის ტარება მსოფლიო ტურნეს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ისწავლა. ანამ მთელი მანძილი დედამიწის ერთი წერტილიდან მეორემდე 15 თვეში დაფარა და პრემიის სახით 10, 000 დოლარიც მიიღო.


გებ


8. გეპარდი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მორბენალი ცხოველია. მას საათში 120 კილომეტრამდე სისწრაფის გავითარება შეუძლია, თუმცა მხოლოდ მოკლე მანძილებზე და თანაც ამ პროცესში იმდენად იღლება, რომ თითქმის 60 წუთი სჭირდება ძალების აღსადგენად, რა დროსაც მას ნანადირევს ხშირად უფრო დიდი ზომის მტაცებლები ეცილებიან.


9. ფეისბუკი მარკ ცუკერბერგის და მისი ოჯახის ფრენის ხარჯებს ყოველთვის ანაზღაურებს. ეს წელიწადში დაახლოებით 1, 2 მილიონი დოლარია.


10. მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი მწერი, მეგანოირა თანამედროვე ნემსიყლაპიას ჰგავდა. მისი ფრთების გარშემოწერილობა 75 სანტიმეტრი იყო.

1
211
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
211
  
2023, 4 ივნისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1