სხვა არ გადაყაროთ დამტვრეული ფაიფურის ჭურჭელი! - ნახეთ მე რას ვაკეთებ 2023, 2 ივნისი, 20:55 ბებოების კოლექციიდან ალბათ ბევრს გაქვთ ძველებური ჭურჭელი, რომლის გქაბზარვისას ძალიან გწყდებათ გული, რაკი უსაყვარლესი ადამიანის დანატოვარია. აი, ამ სევდის გასაქართვებლად მოვიფიქრე მათგან რაღაც ახალი შემექმნა, რადგან ისევე, როგორც ყველა ოკჯახში, ჩემთანაც არსებობს ცრურწმენა, გაბზარული ჭურჭლის შენახვა ცუდის მომტანიაო. ![]() მოვკრიბე ბებოს გაბზარული თეფშები და ფინჯნები, რომლებიც ზოგი ლემონჟეს კოლექციიდანაა, ზოგიც კუზნეცოვის, ზოგიც სხვადასხვა ცნობილი ბრენდების და დავიწყე: ველოსიპედის ძველი საბურავის კარკასზე, ანუ ალუმინის რგოლზე გადავჭიმე წვრილი არმატურის რკინები“ რგოლს აქვს ნახვრეტები და დავაფიქსირე ამ ნახრეტებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ბადეც, რომელსაც დააფიქსირებთ არმატურის საქსოვი მავთულებით რგოლთან. ![]() ცენტრში დავამაგრე ძველი სადგამის ფეხები. ამის შემდეგ გავშალე ცელოფანი დავდე მასზე ეს კონსტრუქცია და ჩავასხი ბეტონი- ცემენტის 1 წილი 3 წილ ქვიშა-ხრეშთან. ![]() ![]() ![]() ამის შემდეგ მივადექი ბებოს ძველებურ სტომატოლოგიურ მაგიდას, რომლიდანაც ამოვიღე ძველი მინის საფარები და იმავე წესით გადავჭიმე არმ, ატურის რკინების მადე, ჩავასხი ბეტონი და ზევიდან წებოცემენტით მოვალაგე ნამსხვრევები. მშვენიერი სადგამი გამოვიდა ვერანდისთვის. ![]() ![]() 122 3-ს მოსწონს
|