სხვა ქალი, რომელიც საგულდაგულოდ იძიებდა, ვინ უწერდა მოთხრობებს გურამ დოჩანაშვილს. საინტერესო ეპიზოდები მწერლის ცხოვრებიდან: 2021, 5 აპრილი, 20:54 როცა ქვემეხები გრიალებენ, მუზები სდუმანო, ნათქვამია. 90-იან წლებში, ქვემეხების გრიალის, მუზების დუმილის და "მაგნას" ეპოქაში გურამ დოჩანაშვილი არ გაჩერებულა, აგრძელებდა თავის მწერლურ საქმიანობას., რათა" ძნელ უკეთესობას მიუახლოვდეს და აუხილოს შეგუებულებს ამტანი თვალი". ერთხელაც რუსთაველის გამზირზე წიგნების მაღაზიაში შევიდა, თარიოები მოათვალიერა და ხმადაბლა ჰკითხა გამყიდველს, გაიყიდა თუ არა მისი წიგნები. არადა, ისედაც ხედავს, მისი წიგნი თვეებია თაროებზე უკლებლივ დევს, არ გაყიდულა, ასე რომ, ფულსაც ვერ მიიღებს. რა ქნას? წიგნის გაყიდვიდან მიღებული სარგებელით შინ პური უნდა მიეტანა. ამოიღო იმ ეპოქის შესაბამისი სიგარეტის კოლოფი, არა ფილტრიანი "მაგნა", არამედ ბათუმის თამბაქოს ქარხანის "დელფინი" - გრძელი, არცთუ ხარისხიანი თამბაქო და თან უფილტრო. მიდის და ფიქრობს, რომ არავის არ სჭირდება მისი შემოქმედება. გზად უპოვარს ჩაუარა და ჩვეულებისამებრ, შარვლის ჯიბეზე მოისვა ხელი. უპოვარი თითქოს არც კი ელოდა ფულად მოწყალებას, მაგრამ როცა მოხუცი გასცდა, ზურგიდან მიაძახა: "სიგარეტი მაინც არა გაქვს?" მწერალს გაახსენდა, რომ სახლში კიდევ ჰქონდა რამდენიმე კოლოფი "დელფინი", რომელიც მისმა მეგობარმა ბათუმიდან საჩუქრად გამოუგზავნა. თვალები გაუბრწყონდა, რომ შეეძლო სხვა უმწეოს თუნდაც ამ ფორმით დახმარებოდა, სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, ძველი მწეველის მანერით ყურში გაირჭო, ნახევარ კოლოფზე მეტი სიგარეტი მათხოვარს მიაწოდა, უთხრა: "აჰა, შენი იყოს, მე კიდევ მაქვს". უპოვარმა დახედა კოლოფს და გაბრაზებული ეუბნება მწერალს: "არა გრცხვენია, ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?!." *** რუსთაველის პროსპექტზე რუს ქალბატონებთან ერთად მოსეირნე ახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილი ალექსანდრე ჭინჭარაულმა შენიშნა და ექსპრომტად გაურითმა: "ნა პროსპეკტე რუსტაველი, ვოზლე კაფე–რესტორანა, გულიალი უტრომ რანა, დოჩანა ი დოჩ ივანა!". *** ახალგაზრდა გურამს პაემანზე აგვიანდება და არის გაწამაწიაში, რადგან სახლიდან დროულად უნდა გავიდეს - ხან ერთ პერანგს მოირგებს, ხან მეორეს, ხან ვარცხნილობას იმოწმებს. ბებია უყურებს ამას და ეუბნება: -გურამ, ერთი შეკითხვა კი მაქვს შენთან, მაგრამ რად გინდა, რომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ. გურამმა აღშფოთება ჟესტებით გამოხატა, რომ როგორ არ უპასუხებს! ბებო მას ძალიან უყვარს, როგორ დატოვებს უპასუხოდ მის კითხვას! -ააპ, არ გამაგონო არაფერი! - ამბობს ბებია, - ვიცი ზუსტად, არ მიპასუხებ მაინც. -კი, როგორ არა!-ეუბნება გურამი და თან მალულად საათზე იხედება, - მკითხე. ბებო არაფერს ამბობს, მხოლოდ ხელებს ასავსავებს. გურამს კი ეჩქარება, მაგრამ უნდა, გაიგოს, რა შეკითხვა გაუჩნდა ბებოს. -ბებო, მითხარი, რა, მკითხე, რა?! გიპასყხებ აუცილებლად!- ეხვეწება გურამი. უკვე მზადაა სახლიდან გასასვლელად. -მაძლევ პირობას? - ეკითხება ბებო. -კი, - ეთანხმება გურამი. -გურამიკო, ყველაფერს გაფიცებ, მითხარი ერთი, მოთხრობებს ვინ გიწერს? ამის გაგონებაზე გურამი სახლიდან გარბის. სადღაც, ბოლო საფეხურამდე ბებიას სიცილი მისდევს, ბოლო საფეხურზე კი ბებოს ვითომ ნაწყენი ხმა ეწევა: -ხომ გითხარი, მაინც არ მიპასუხებ-მეთქი! *** ახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილმა მოთხრობების კრებული გამოსცა. გახარებულმა ავტოგრაფით ჩამოაურიგა ნათესავებს და მეგობრებს. რამდენიმე დღის შემდეგ ბებიამ უსაყვედურა, დეიდა კატუტა გამოგრჩაო. გურამმაგადაწყვიტა აუცილებლად ეშოვა წიგნი, რადგან თვითონ უკვე აღარ ჰქონდა და თბილისის წიგნის მაღაზიები შეიარა.თუმცა ყველგან ერთსა და იმავეს პასუხობდნენ, რომ წიგნები ციმციმ გაიყიდა. ბოლოს, ერთი მაღაზიის გამყიდველმა ვარკეთილის მეტროსთან ახლოს მიასწავლა, ი იქნებაო და გურამიც წავიდა. მისი მონაყოლიდან, ისეთ უკაცრიელ ადგილას იყო წიგნის მაღაზია, უხაროდა, რომ იქ აუცილებლად იქნებოდა. შევიდა და ლამის ჩურჩულით დაასახელა წიგნის ავტორი და სახელწოდება. გამყიდველმა გოგონამ თავი გააქნია, ბოლო ერთი საათის წინ გავყიდეო."ეტყობა, მთელი იმედგაცრუება სახეზე აღმებეჭდა", - იხსენებდა გურამ დოჩანაშვილი, - "გოგონამ შემომხედა და როცა დაინახა, რომ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დამამშვიდა, მაგრამ ასე: "რას მოგიწყენიათ, ჩემო ბატონო, გული არ დაგწყდეთ, წავიკითხე მე მაგ წიგნი და სისულელე იყო თავიდან ბოლომდე" 241 7-ს მოსწონს
|