x
image
თუთიკო ბერძენა
სუპი ბიჭისგან, მოკვეთილი ბეჭდიანი თითი, ნეკროფილი პრინცი - შოკისმომგვრელი საბავშვო დეტალები

გსურთ სისხლი გაგეყინოთ ძარღვებში და თმები ყალყზე დაგიდგეთ? გადადეთ სტეფან კინგის კითხვა, გამორთეთ მორიგი საშინელება ანაბელის ფილმებიდან და უბრალოდ წაიკითხეთ ძმები გრიმების ზღაპრები!

image


ითვლება, რომ ყველა ზღაპარს ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონდეს. ამასთან, ძმები გრიმები სხვაგვარად ფიქრობდნენ: მათი ორიგინალური ისტორიები იყო ბნელი, საშიში და ძალადობით სავსე.

მფრინავი თითები




"ყაჩაღი საქმრო" ნამდვილად მოერგება თქვენს გემოვნებას, თუ საშინელებების კითხვა გიყვართ. მისი მთავარი გმირი, მეწისქვილის ქალიშვილი არ ენდობა ბიჭს, რომელზეც მამას სურს მისი დაქორწინება. შეიპარება საქმროს სახლში, სადაც მას შეხვდება მოხუცი ქალი და ეუბნება, რომ ეს არის ყაჩაღების სახლი, სადაც მკვლელები და კანიბალები ცხოვრობენ .

მოხუცი ქალი გოგონას მალავს და ის უყურებს, რას აკეთებენ დაბრუნებული ყაჩაღები: „ყაჩაღებმა უცხო გოგონა მოიყვანეს, რომელიც ტიროდა. შემოახიეს ლამაზი კაბა, დადეს მაგიდაზე, დაჭრეს ლამაზი სხეული და მოაყარეს მარილი. ერთ-ერთმა მათგანმა მოკლული ქალის პატარ


ა თითზე ოქროს ბეჭედი შენიშნა, ვერ მოხსნა, ცული აიღო და თითი ჩამოჭრა, მაგრამ თითი გაფრინდა და დამალული საპატარძლოს მუხლებზე დაეცა. ”

მოხუცი ქალი არწმუნებს მძარცველს, სადილის დაწყებამდე ბეჭედიანი თითი არ ეძებოს, შემდეგ კი მთელ კომპანიას აძინებს საძილე წამალით. გადამალულ საპატარძლოსთან ერთად ისინი სახლიდან იპარებიან. მხოლოდ ქორწილში აცხადებს საპატარძლო მომხდარის შესახებ და ყველას მტკიცებულებად აჩვენებს მოკვეთილ თითს. სტუმრები დასჯიან დამნაშავეებს .



ჩვენ მხოლოდ ერთი კითხვა გვრჩება: ნამდვილად სანდოა მოხუცი ქალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ყაჩაღებთან?


ფიფქია შვიდი წლის იყო, როდესაც დედოფალმა მისი მოკვლა სცადა. ნეკროფილი თუ პედოფილი პრონცი?

image

ვის არ გაუგია ზღაპარი ლამაზ პრინცესაზე, რომლის მოკვლას ბოროტი დედინაცვალი ცდილობდა? მაგრამ ცოტას ახსოვს, რომ დედოფალმა მოსამსახურეს უბრძანა, ფიფქია თეთრი წაეყვანა ტყეში, როდესაც გოგონა ... შვიდი წლის იყო. გასაკვირი არ არის, რომ მოსამსახურემ შეიწყალა გოგონა, და დედინაცვლის სიკვდილის მტკიცებულებად ირმის ფილტვები და ღვიძლი მოუტანა.

შემდეგ დედინაცვალს ახერხებს ფიფქია ვაშლით მოწამვლას. ჩვენთვის ცნობილ ზღაპარსა და მულტფილმში პრინცი გოგონას გამოსამშვიდობებელი კოცნით აღვიძებს. წინა გამოცემაში ყველაფერი უფრო მწვავე იყო: უფლისწულმა დაარწმუნა ჯუჯები, გოგონას სხეული მიეცათ მისთვის, რომელიც ბროლის კუბოში იწვა- ის მშვენიერი იყო და ჩანდა არა მკვდარი, არამედ მძინარე.

ჯუჯები კუბოს რომ ატანდნენ, ფეხი წამოდეს ქვას, კუბო შეირხა, გოგონას პირიდან შხამიანი ვაშლის ნაჭერი გამოვარდა - და მან გაიღვიძა. მაგრამ აი ის, რაც დანამდვილებით არ ვიცით: ზღაპრის სულ პირველ ვერსიაში, ვაშლის ნაჭერი ფიფქიას პირიდან უფლისწულის მსახურის დარტყმისგან გადმოუვარდა. არა, ის დახმარებას კი არ ცდილობდა, არამედ უბრალოდ გაბრაზებული იყო პატრონის არასათანადო მოპყრობის გამო და ეძებდა ვინმეს ვიზეც აგრესიას გადმოაფრქვევდა. და დაარტყა გარდაცვლილს.




მაგრამ ჩვენ კგვაინტერესებს: რატომ ეხვეწებოდა უფლისწული ჯუჯებს მისთვის მიეცათ გარდაცვლილი გოგონას სხეული?


"ცისფერ სანთელში" ჯარისკაცი მეფის ქალიშვილს დასცინის

ამ ზღაპარში ჯარისკაცმა ჯადოქარს წაართვა ლურჯი სანთელი: თუ აანთებ, ჯუჯა გამოჩნდება, რომელიც სურვილებს ასრულებს. მამაკაცს საკმარისი სიმდიდრე ჰქონდა: მოხუცი ქალის სახლში მან შეაგროვა იმდენი ოქრო, რამდენის ზიდვაც შეეძლო. შემდეგ გადაწყვიტა მეფის დასჯა, რომელმაც იგი სამსახურიდან გააძევა: ამისათვის ჯარისკაცმა ჯუჯას უბრძანა, პრინცესა ყოველ საღამოს მიერთმია მისთვის ოთახში.

ჯერ აიძულა იატაკი გაეწმინდა, შემდეგ კი გოგონას მოსთხოვა ჩექმების გახდა, რომელსაც სახეზე აბჯენდა. საბოლოოდ, პრინცესამ და მამამისმა მოახერხეს ჯარისკაცის დაპატიმრება.

დაპატიმტრებულმა კვლავ მოიხმო ჯუჯა, რომ თავიდან აეცილებინა სასჯელი, და მას მოაწყო ხოცვა-ჟლეტა: " კაცმა ელვასავით დაიწყო სირბილი აქეთ-იქით და ვისაც უბრალოდ შეეხო თავისი ჯოხით, ყველა უსულოდ დაეცა მიწაზე". შეშინებულმა მეფემ პირობა დადო, რომ ქალიშვილს ჯარისკაცს ცოლად მისცემდა.
აშკარაა, პრინცესას არ გაუმართლა ქმარში!

image



ბიჭის სუპი " ზღაპარი ღვიაზე"

თუ თქვენ ეძებთ ძმები გრიმების ყველაზე საშინელ და სასტიკ ამბავს, წაიკითხეთ ზღაპარი ღვიაზე. ბოროტ დედინაცვლს სძულს თავისი გერი და სურს ქმრის მთელი ქონება საკუთარ ქალიშვილზე გადავიდეს.

ერთ დღეს ბიჭი სკოლიდან ბრუნდება. დედინაცვალმა ვაშლის არჩევა შესთავაზა ზარდახშიდან. როდესაც ბავშვი დაიხარა, მოულოდნელად დაიხურა ზარდახშის მძიმე სახურავი: "და თავი გაფრინდა და წითელ ვაშლებზე დაეცა". დედინაცვალი აქ არ გაჩერებულა: მან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო, თავი სხეულზე მიაბა, გარდაცვლილი ბიჭი ვაშლით ხელში სკამზე დადო, შემდეგ კი გოგონას უთხრა, ძმისთვის ვაშლი ეთხოვა.

მან უპასუხა, რომ ბიჭი თეთრი ზის, არაფერს ამბობს და ვაშლსაც არ აძლევს. დედამ ქალიშვილს ურჩია: "ისევ მიდი და თუ ის არ გიპასუხებს, ყურზე მოარტყი". ბავშვი სწორედ ასე მოიქცა და როცა დაინახა, რომ ძმას თავი გადაუვარდა, იგი გაოგნნდა, ჩათვალა, რომ იგი მოკლა. დედამ დაარწმუნა, რომ ნამდვილად მან მოკლა თავისი ძმა, მაგრამ შეუძლია საიდუმლო შეუნახოს მამასთან. ადგა და ბიჭისგან წვნიანი მოამზადა. გოგონა ქვაბთან ახლოს იდგა და ტიროდა: "მთელი ცრემლები ქვაბში ჩაცვივდა, ამიტომ მარილის ჩაყრა აღარ იყო საჭირო".


ქალმა ქმარს უთხრა, რომ ბიჭმა გადაწყვიტა დარჩეს ბიძასთან. შემდეგ კი სუპი მიართვა. "- ოჰ, ცოლი, - თქვა მან, - რა გემრიელი სუპი გაქვს! კიდევ დამისხი ”. რაც უფრო მეტს ჭამდა, მით უფრო უნდოდა: ასე რომ, მან შეჭამა მთელი წვნიანი ქვაბიდან. ძვლები კი მაგიდის ქვეშ დაყარა

გოგონამ შეაგროვა ძმის ძვლები და დაფლა ღვიის ბუჩქის ქვეშ. ბიჭი ჩიტად გადაიქცა და დაიწყო ქალაქის გარშემო ფრენა. მღეროდა მისი საშინელი მკვლელობის შესახებ. ხალხს მოწონდა სიმღერა, ყველამ ითხოვდაა სიმრერის გამეორება, მაგრამ ჩიტმა მოითხოვა გადახდა განმეორებითი სიმღერისთვის.

ბოლოს და ბოლოს ბიჭმა დედინაცვალს თავში წისქვილის ქვა ესროლა და ხელახლა დაიბადა იმავე ასაკში, რომელ ასაკშიც მოკლეს. რის შემდეგაც, მამასთან და დასთან ერთად"სახლში შევიდნენ, მაგიდას მიუსხდნენ და ერთად დაიწყეს სადილობა." მართლაც, აბა სხვა რისი გაკეთება შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც დაინახავთ მოლაპარაკე ფრინველს, რომელიც კლავს ადამიანს?
image
ამ ზღაპროს შემდეგ სუფი შემზიზღდა!


რაპუნცელი ორსულადა და თავადი კოშკიდან აგდებს



ყველამ ვიცით ულამაზესირაპუნცელის შესახებ, რომლის თმის საშუალებით პრონცი კოშკში ავიდა. ჩვენთვის ნაცნობ ზღაპარში მან ერთი ნახვით შეიყვარა გოგონა და მოიყვანა ცოლად. პირველ ვერსიაში, უფლისწული რაპუნცელს ერთხელ და ოპრჯერ კი არა, მეტჯერ ეწვია და არა იმისთვის, რომ მისი სიმღერა მოესმინა.

რაპუნცელის ორსულობა მაშინ ვლინდება, როდესაც გულუბრყვილო გოგონა ჯადოქარს ეკითხება, რატომ არის ძალიან მჭიდრო ტანსაცმელი და აღარ ერგება მას.

ამის შემდეგ, რაპუნცელის მეურვემ მოაჭრა რაპუნცელის ნაწნავი, გააგდო იგი ტყეში, ხოლო პრინცი ფანჯრიდან გადააგდო, როდესაც იგი თმით მის ოთახში ამოვიდა, რადგან არ იცოდა, რომ გოგონა კოშკში აღარ იყო.

მიწაზე დანარცხების შემდეგ დაბრმავებული პრინცი ხეტიალობს მთელს მსოფლიოში. ერთხელ ხვდება რაპუნცელს ორ ტყუპ ბავშვთან ერთად (გასაკვირია, რომ ბავშვები გადარჩნენ ზღაპრის მეორე გამოცემაში) იგი სიხარულისგან ტირის და ცრემლები უბრუნებს მხედველობას. ამის შემდეგ ბრუნდებიან სასახლეში ბრწყინვალე ქორწილს იხდიან.

ისევ გვაქვს კითხვა: რატომ არ სურდა ახალგაზრდა კაცს ამის გაკეთება მანამდე?

image



ყველანი დაიღუპნენ: ქათმის ზღაპარი

ეს ზღაპარი სავსეა საყვარელი პერსონაჟებით: მამალი, დედალი, თაგვები, მელა ... მაგრამ თავად ისტორია უფრო ჰგავს თრილერს, რომელშიც ყველა გმირი იღუპება. ყველაფერი იწყება იქიდან, რომ დედალი ძალიან დიდ კაკალს ყლაპავს და იღრჩობა. მამალი წყლისთვის ეშვება, მაგრამ ჭაბურღილი ითხოვს წითელ აბრეშუმს, რომელიც ქალბატონს აქვს, ქალბატონი კი ქსოვილისთვის გვირგვინს ითხოვს. დახალოებით ჩვენი "რწყილი და ჭიანჭველას" ფაბულაა.

მიუხედავად იმისა, რომ მამალი ცდილობს დედლის გადარჩენას, დედალი მაინც კვდება.

ტყის ყველა ცხოველის უბედური ფრინველის დაკრძალვაზე მიდის, მაგრამ ისინი ნაკადულის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. თავდაპირველად ყველა თაგვი იხრჩობა. შემდეგ მამალი ეტლით შეეცდება გადაიყვანოს ცხოველები, მაგრამ ეტლი გადაბრუნდება წყალში და ცხოველები იხრჩობიან. მამალი საფლავს თხრის დედლისთვის, დამარხავს ცოლს. ჩამოჯდება მიწის ბორცვზე, სანამ ისიც არ მოკვდება.

მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: განა რა ნაკადული იყო ასეთი, რომელშიც მელა, მგელი და დათვი დაიხრჩო?


image

ჰანსელი და გრეტელი
მართალია, ძმებმა გრიმმა ზღაპარი ბედნიერი დასასრულით დაასრულეს, მაგრამ იმ მოვლენებმა, რომლებიც და-ძმის ირგვლივ ტრიალებდა, შეიძლება ბნელი კვალი დატოვონ ბავშვების ფსიქოლოგიაზე. მშობლებმა დატოვეს ბავშვები ტყეში სასიკვდილოდ, რადგან მათ საკუთარი თავის გამოკვებაც არ შეეძლოთ (რა კეთილშობილური მესიჯი ჩაუნერგეს ბავშვების გონებაში).

ტყის ჯადოქრის ბავშვები ძლივს გადაურჩნენ. ერთადერთი, რაც შედარებითი კეთილშობილებაა ზღაპარში - გუგული დედა ბოლოს მოკვდება უცნაური სიკვდილით. თუმცა აქაც: შურისმაძიებელი იდეების შინექცია ხდება ბავშვებში.

image

ძმებ გრიმებს უამრავი ზღაპარი აქვთ და თუ მოგწონთ სასტიკი ისტორიები გამყინავი დეტალებით, რამდენიმე საღამო დაუთმეთ ყველა მათგანს!

1
236
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
236
  
2021, 17 მარტი, 19:16
როგორ გეთანხმები!
0 1 1