სხვა 90 წლის "ინსტაგრამის" ვარსკვლავი ბებო ახალგაზრდებს არ უდებს ტოლს მოდურ ჩაცმაში და დროსტარებაში 2023, 2 ივნისი, 16:54 ჩვენს გარშემო და მით უფრო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავლადაა ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ასაკს თავს არ უხრიან და ისეთი ცხოვრების რიტმით ცხოვრობენ ახალგაზრდებსაც, რომ შეშურდებათ. გაიცანით, ერთერთი ასეთი მათგანი 90 წლის ქალბატონი ელენ რუთ ვან ვინკლია, რომელიც "ინსტაგრამში" ბადდი ვინკლის (baddiewinkle) სახელითაა ცნობილი. ამ ყოჩაღ ბებოს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე 3, 8 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომლებიც პოზიტიურ კომენტარებს არ იშურებენ 90 წლის ძალიან ყოჩაღი ბებოს მიმართ. გაგიკვირდებათ და ბებია ვინკლის ხელმომწერები არიან რიანა, მაილი საირუსი, ჰლოია კარდაშიანი და სხვა ცნობილი ადამიანები. ბებია ვინკლია "ინსტაგრამზე" იმდენად პოზიტიურ, პროვოკაციულ და სახალისო სურათებს დებს, რომ ნორმალური აზროვნების ადამიანს ხელი არ გაუტოკდება ცუდი კომენტარის დასაწერად. ბებო ისეთ ღია და ფერადი ტანსაცმლით პოზირებს სურათებზე, საკუთარ თვალებს არ დაუჯერებთ, იმდენად თამამი და თანამედროვეა 90 წლის ბებია ვინკლი.ცოტა ხნის წინ ბებია ვინკლიმ მოიფიქრა და რამდენიმე კოსმეტიკური საშუალება და ის კომპანია "Inc.redible Cosmetics" წარუდგინა, კომპანიის ექსპერტებმა კოსმეტიკური საშუალებები ინოვაციურ შედევრად ჩათვალეს და წარმოებაშიც ჩაუშვეს, გაყიდული კოსმეტიკური საშუალებებიდან ბებია ვინკლს სკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს. ბებია ვინკლის მიერ შექმნილ საშუალებებში შედის ნიღაბი ბიუსტისათვის C ვიტამინის შემცველობით და ჰიალურონის მჟავით. ასევე ბალზამი ტუჩებისათვის მარწყვის არომატით . ბებია ვინკლის იდეით შექმნილი პროდუქცია იყიდება მაღაზიების ქსელში "Sephora" და მისი წარმოების თვითღირებულებიდან გამომდინარე იაფი და ხელმისაწვდომია, მისი ფასი მხოლოდ 20დოლარია. ეს კი ბებია ვინკლი, რომელიც 90 წლისაა, მაგრამ აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. 86 4-ს მოსწონს |