ქალი და მამაკაცი რა ჰქვია და რა ხნისაა სააკაშვილის მეოთხე შვილი? 2 ივნისი, 12:23 ![]() შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედია იასკოს სავარაუდო ორსულობის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში წერდა, ბავშვი ამჟამად 1 წლისაა. ![]() უკრაინული გამოცემა "ტაბლოიდი" წერს, რომ თავად იასკომ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს აღიარა, რომ დედა გახდა. სოციალურ ქსელში იასკომ დაწერა, რომ ბავშვი არის მამის "უკრაინული გაგრძელება", რომელიც ასე სურდა ჰყოლოდა, რომ "ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით". შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც აქვს. ![]() სააკაშვილი და იასკო ურთიერთობას დიდხანს მალავდნენ, თუმცა დაკავების შემდეგ საქართველოს ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში 32 წლის უკრაინელი დეპუტატისადმი სიყვარული სახალხოდ აღიარა. თუმცა, მაშინ მედია წერდა, რომ იასკომ სააკაშვილთან ურთიერთობა გაწყვიტა. ელიზავეტა იასკომ დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და არის პირველი უკრაინელი, რომელმაც დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის მმართველობის სკოლა. ერთ დროს მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდში, არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის თავმჯდომარე. 2020 წელს რუსეთმა სანქცირებული უკრაინელი პირების სიაში იასკოც დაამატა. 317 3-ს მოსწონს
|