x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ეს მართლაც სასწაულია - უცნობი ცივილიზაციის კვალი მექსიკის გასაოცარ გამოქვაბულებში, რომელიც დედამიწის სხვა გამოქვამულებს არ ჰგავს
image

მექსიკა!


საქართველოში თითქმის ყველა ახსენებს მექსიკას, თუმცა იმ კონტექსტში, თუ როგორ შეიძლება მოხვდე აშშ-ში არალეგალური გზით. ამ რთული გზის გავლისას ემიგრანტი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დატოვოს მისი ტერიტორია, რომ მოხდეს თავისი ოცნების ქვეყანაში. ან თუნდაჩ სულაც არანაოცნებარში, მაგრამ ოჰახის საარსებოდ ლუკმაპურის მოსაპოვებლად ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, რომელსაც ასშ სთავაზობს. არადა, ძალიან ცოტა შეიძლება აცნობიერებდეს, სად მოხვდა! უძველესი ცივილიზაციის აკვანში, სადაც ზეგანვითარებული მაიას ხალხი ცხოვრობდა, საოცრებებს ქმნიდადა. მართლა უცნაურია, როგორ უნდა დააბიჯო მაის მიწაზე ისე, რომ მხოლოდ ტრამპლინად გამოიყენო აშშ-ში მოსახვედრად და არ დაათვალიერო მისი საოცარი ღირსშესანიშნაობები.


ეს დატბორილი გამოქვაბულები იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მდებარეობს.



მექსიკელმა არქეოლოგებმა გამოიკვლიეს იუკატანის ნახევარკუნძულის წყალქვეშა გამოქვაბულები და წააწყდნენ უძველესი ცივილიზაციის კვალს, რომელიც დაახლოებით ათი ათასი წლის წინ არსებობდა.


მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) მეცნიერებმა პირველად შეისწავლეს დატბორილი გამოქვაბულები, რომლებიც იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებობს. უნიკალურმა არქეოლოგიურმა პროექტმა აჩვენა, რომ წყალქვეშა გამოქვაბულებში შემორჩენილია ადამიანის საქმიანობის კვალი, რომელიც მრავალი ათასი წლისაა.ნაპოვნია პრეისტორიული ხანძრების ნაშთები.


აღმოჩენების ასაკი, დაახლოებით, ემთხვევა ბოლო გამყინვარების პერიოდის დასრულების თარიღს. ანუ თანამედროვე მეცნიერებს შორის საყოველთაოდ მიღებულმა თეორიამ, რომელიც აღწერს ადამიანის მიერ ამერიკის დასახლებას, კიდევ ერთი დადასტურება მიიღო.


ამჯერად, ხანძრის ნახშირის სახით, რომელიც პრეისტორიული დროიდან შემორჩენილია დატბორილ გამოქვაბულებში. ნახშირის გარდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქვის იარაღები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით ანალიზს.


ზოგადად, ჩვენ ვიცით მაიას ტომების არსებობის შესახებ, რომელთაც სჯეროდათ, რომ გამოქვაბულები, ისევე როგორც ცენოტები, არის შესასვლელი ქსიბალბას მიწისქვეშა სამყაროში, სადაც ცხოვრობენ მიცვალებულები და ავადმყოფობისა და სიკვდილის ღმერთები. მაია პატივისცემით ეპყრობოდა გამოქვაბულებს, შეჰქონდათ მათში საკუთარი რიტუალები და იშვიათად იყენებდნენ მათ თავშესაფრად.


იუკატანის დროებითი გამოქვაბულები სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს მოეწონებათ. აქ არის გასართობი ყველა გემოვნების ადამიანისთვის, დაწყებული მსუბუქი და მუსიკალური შოუებით დედამიწის ქვეშ და დამთავრებული მიწისქვეშა ალპინიზმით.


იუკატანის ექვსი ყველაზე ცნობილი გამოქვაბული



კალცეჰტოკი


ეს არის ყველაზე ცნობილი გამოქვაბულები იუკატანში. ისინი მდებარეობენ ქალაქ მაქსკანუში.


image


ხტაცუმბილქსუნა' ან


გამოქვაბულები მდებარეობს ეხიდში (სოფელი) ბოლონჩენ დე რეჟონში, ჰოპელჩენის მუნიციპალიტეტში, კამპეჩეს შტატის დედაქალაქიდან 110 კილომეტრში. გამოქვაბულების სახელწოდება ითარგმნება როგორც „დამალული ქალი“ და ბევრს მიაჩნია, რომ მისი გამოსახულება გამოქვაბულებიდან გამოსულის კედელზეა აღბეჭდილი.


აქედან არც ისე შორს არის უძველესი ქალაქი მაიას ნანგრევები.


imageცაბნა



ცაბნას მღვიმეები მდებარეობს იუკატანში, ტექოჰის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი გამოქვაბულის შიგნით არის ულამაზესი ადგილი, გარშემორტყმული კლდოვანი კედლებით და უცნაური წარმონაქმნებით, რომლებიც ქვემოდან ეშვებიან ან მიწიდან ამოდია. მიხვეულ-მოხვეული ბილიკები, რომლებიც მათკენ მიდის, მღვიმეს ამაღელვებელ ლაბირინთად აქცევს.


გამოქვაბულებში გასეირნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც ცნობილია როგორც კიპოლ ქობოპა ("kypοl cobοpa").


imageლოლტუნი


ლოტინის გამოქვაბულები ექსტრიმის და ერთდროულად არქეოლოგიის მოყვარული ადამიანებისთვისაა. თითოეულს აქვს საკუთარი სახელი და დეკორაციები გეოლოგიური წარმონაქმნების სახით. გამოქვაბულებში გავლისას მნახველები აღფრთოვანებულნი არიან კლდის ნახატებით და გამოქვაბულების ვიწრო ღიობებში შემომავალი სინათლის თამაშით.


ლოტინი არის ყველაზე დიდი და ვრცელი გამოქვაბულების სისტემა იუკატანში და ტურისტული მარშრუტის სიგრძე კილომეტრს აღემატება. სხვადასხვა ოთახებში, გალერეებსა და ნიშებში - 60 მ მიწის ქვეშ - განთავსებულია მაიას კულტურის სხვადასხვა ეტაპებზე შესაბამისი სხვადასხვა აპქსეოლოგიური ექსპონატი, კერამიკა, ქვის ნივთები და ა.შ. არის მაიას მეამბოხეების მიერ აშენებული ბარიკადებიც კი, რომლებმაც შეფარეს რამდენიმე გამოქვაბულში ეგრეთ წოდებული კასტოვოის ომის დროს.

image


თეკაქსი


კრისტალური გამოქვაბულები იზიდავს ექსტრემალური მიწისქვეშა გართობის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. გიგანტური კრისტალებით სავსე გამოქვაბულში პირველი მეტრის გავლა ადვილია, მაგრამ მოგვიანებით 200 მეტრის გავლა მოგიწევთ დაჩოქილებდ. გზად შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ იმ არსებების ამოწურული ნაშთებით, რომლებიც ოდესღაც დედამიწის ფსკერზე ცხოვრობდნენ. ჯილდო მოგზაურობის ბოლოს არის მინერალების „ჩანჩქერების“ ნახვა, რომლებიც ანათებენ შუქის შეხებით. სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების დიდი წარმონაქმნები სანახაობას საოცარ ხდის.

image




კანტუნი ჩიკანტინ-ჩი არის ეკოლოგიური ნაკრძალის ნაწილი რივიეპე მაიას შტატში. სახელი ითარგმნება როგორც "ყვითელი ქვის პირი". პარკი სავსეა ტროპიკული ბაღებით მრავალი მაიმუნით, იშვიათი სახეობის ფრინველებით, ენოტებით, ირმებით და ქვეწარმავლებით. მთავარი ღირსშესანიშნაობა, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი სილამაზის გამოქვაბული.


მიწისქვეშა მარშრუტი გადის წარმოუდგენელ პეიზაჟებსა და აუზებს შორის. სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, ვიწრო გადასასვლელებსა და მაღალ წმინდა ადგილებს შორის მოგზაურობის დროს გიდები ყვებიან, თუ როგორ წავიდა ეს მიწისქვეშა მდინარეების სისტემა იუკატანის სანაპიროზე.

image

4
496
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
496
  
2023, 2 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 21:35
აბა რუსი პროფესორ სკლიაროვის (სამწუხაროდ აწ გარდაცვლილი) კვლევებით დაინტერესდი, ისტორია მთლიანად გადასაწერია.
https://www.youtube.com/watch?v=ETPx1oHVtz4
https://www.youtube.com/watch?v=nSduDCwi814
2023, 1 ივნისი, 21:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4