x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135637
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
მაშინ როცა ჩვენ "კუკურუზნიკის" მოდერნიზებით" ვიწონებთ თავს უკრაინამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა «Буревия»-ს წარმოებაც დაიწყო და გამოყენებაც ომში
image
2021 წლის 23 დეკემბრიდან უკრაინულმა საწარმომ "შეპეტოვოს სარემონტო ქარხანამ" დაიწყო 220 მილიმეტრიანი რეაქტიული, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა «Буревия»-ს წარმოება ჩეხური წარმოების სატვირთო მანქანა "Tatra T-815-7"-ს ბაზაზე, რომელიც 8x8 პლატფორმაზეა.



«Буревия» — ესაა 220 მილიმეტრიანი რეაქტიული, ზალპური ცეცხლის სისტემა, რომელიც მთლიანად წარმოებულია უკრაინაში.



მართალია სისტემა ჩეხურ პლატფორმაზეა დამონტაჟებული, მაგრამ მანქანა პრაქტიკულად მთლიანადაა მოდერნიზებული, რაკეტების გამშვები, ცეცხლის მართვის სისტემა, ორფენოვანი დაჯავშნული კაბინა ეკიპაჟისათვის და დამხმარე პერსონალისათვის, რაკეტების გაშვება როგორც კაბინიდან ასევე დისტანციურად მთლიანად უკრაინელი კონსტრუქტორების მიერაა შექმნილი.



უკრაინული ახალი, ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემამ უკრაინაში ჩაანაცვლა საბჭოთა წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-27 «Ураган».

უკრაინული სისტემის ჯავშანი გათვლილია ცეცხლსასროლი იარაღის ჯაშანგამტანი ტყვიების პირდაპირი მოხვედრისას ეკიპაჟის დასაცავად, ასევე ნაღმის ნამსხვრევებისაგან დასაცავად, გარდა ამისა მანქანის ფსკერი კაბინის ქვეშ გაძლიერებულია ორმაგფენიანი ჯავშნით, რაც ნაღმების ამოქმედებისას მაქსიმალურად დაიცავს ეკიპაჟს (თუმცა უნდა ითქვას, სისტემას ნაღმურ ველზე მოხვედრა ნაკლებად ემუქრება მისი მოქმედების რადიუსიდან გამომდინარე).


"Tatra T815-7T3RC1" აღჭურვილია 4 ტაქტიანი, "V"-ფორმატის დიზელის ძრავით რომელიც მძლავრი ტურბინითაა, ძრავს ტრადიციულ გაცივების სისტემასთან ერთად გაჩნია მძლავრი ჰაერით გაცივების სისტემა, რომელიც ექსტრემალური პირობებშიც კი იცავს ძრავს გადახურებისაგან ან წყლის სისტემაში ტემპერატურის მატებისგან.




მანქანას გააჩნია ნახევრად ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შერწმული 14 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი (გადაცემათა კოლოფში გადაცემების რიცხვმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, გადართვა ხდება უმარტივეესად ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე, მით უფრო თუ მძღოლი ნახევრადავტომატური სისტემით ატარებს მანქანას.




მანქანას შეუძლია განავითაროს მაქსიმალური 105 კმ/სთ სიჩქარე, მანქანას გააჩნია ერთი გაწყობით 700 კილომეტრიანი მანძილის დაფარვის საშუალება.
მანქანა მობილურია, რაც მოწინააღმდეგის ანტიპატარეულ კომპლექსებს შანსს არ უტოვებს მისი ლოკაცია ისე სწრაფად გამოთვალოს, რომ უკრაინული სისტემა ანტიბატარეული ცეცხლის ზონაში მოხვდეს.




უკრაინული «Буревия» აღჭურვილია ცეცხლის მართვის ციფრული სისტემით, მათ შორის ინფორმაციის გამცვლელი ციფრული სისტემით, რომელიც რეალურ დროში იღებს უშუალოდ ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას.
ეს საშუალებას აძლევს უკრაინულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას უსწრაფესად დაატეხოს მოწინააღმდეგეს საჭირო ლოკაციაზე რაკეტების "წვიმ", ცეცხლის კორექტირებას კი ახდენს სადაზვერვო დრონი ან დრონები, რომლებიც რეალურ დროში აწვდის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას სადაზვერვო მონაცემებს.



აქედან გამომდინარე ეკიპაჟი დროს არ კარგავს რადიოკავშირზე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ უკრაინულ დანაყოფებთან ინფორმაციის მისაღებად, ცეცხლის კორექტირებაზე ან გაშვებული ზალპის ეფექტურობაზე, რადგან პირდაპირ რეჟიმში მონიტორზე ხედავს ყველაფერს.



აქედან გამომდინარე ეკიპაჟი უსწრაფესად ტოვებს ლოკაციას და უსაფრთხოდ გადის ზონიდან.


რაკეტები, რომლებიც РСЗО БМ-27 "ურაგანისთვის" იყო შექმნილი 40 კილომეტრ მანძილზე ისროდა, ახალი უკრაინული სისტემა კი რაკეტებს ისვრის 220 მილიმეტრიან რაკეტებს 35 კილომეტრიდან 65 კილომეტრ მანძილამდე, რაც სისტემის გამოცდისას დადასტურდა.



«Буревия»-ს შეუძლია გამოიყენოს 220 მილიმეტრიანი რაკეტების მთელი "ბუკეტი", მათ შორის მსხვრევად-ფუგასური "9М27Ф", ასევე უმართავი რეაქტიული რეაქტიული რაკეტები "9М27К"-მსხვრევადი საბრძოლო ელემენტებით რომელიც განკუვნილია ცოცხალი ძალის და სატვირთო მანქანების გასანადგურებლად.

image აღნიშნული სისტემა ასევე წარმატებით, ეფექტურად იყენებს რეაქტიულ რაკეტებს 9М59-ს და 9М27К2-ს. რეაქტიული რაკეტა 9М59 აღჭურვილია კასეტური საბრძოლო ნაწილით, სადაც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებია განთავსებული. აღნიშნული რაკეტის საბრძოლო ნაწილი იშლება საჭირო ზონაში, სადაც "თესავს" ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, რითაც ქმნის ნაღმური ველის მძლავრ ზონას.
image


უმართავი რაკეტები "9М27К2" რომელიც შეიქმნა სპეციალურად ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ურაგანისათვის" განკუთვნილია შემტევი მოწინააღმდეგის ჯავანტექნიკის და ცოცხალი ძალის წინ შექმნას ნაღმური ბარიერების მთელი კასკადი, ასევე ნაღმური ზონები შექმნას უშუალოდ მოწინააღმდეგის თავშეყრის ადგილებში, საიდანაც გამოსვლა დიდ მსხვერპლს და დროს მოითხოვს ნაღმების "წვიმაში" მოხვედრილი ნაწილეისათვის.

image
ასე გამოიყურება სხვადასხვა რაკურსით უკრაინული ზალპური ცეცხლის რეაქტიული, ახალი სისტემა გამშვები პაკეტის გარეშე.
imageimageimageimageimageimage
ახალი უკრაინული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გამოცდისას.

ახალი უკრაინული, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ბრძოლებში.







მე როგორც პროფესიონალ, თუნდაც ყოფილ სამხედროს გულს ის მიკლავს, რომ ვერ ვიყენებთ ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პოტენციალს და იმის ნაცვლად რამე ღირებული შევქმნათ და ზოგადად ამ ეტაპზე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაში ინვესტიციები განვახორციელოთ, გადაღებილი "კუკურუზნიკებით" ვიწონებთ თავს.


0
143
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
143