x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ ნაძირლობით წარმოაჩინო თავი იმიტომ,რომ ეგეთი რჯულის ხარ" - ზურაბ ქადაგიძე
image

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარტია "ხალხის ძალიდან"სოციალური ქსელით ეხმაურება. სააკაშვილის ყოფილ ჩინოვნიკს, გიორგი არველაძეს, რომელმაც პოლიციის პროფესიულ დღეს, სამართალდამცავებს "ძაღლობა " და "ბორენკას" ხელის ბიჭები უწოდა.


"სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ ნაძირლობით წარმოაჩინო თავი იმიტომ, რომ ეგეთი რჯულის ხარ. მოდელირებულ ქრონიკას, რომ აკეთებდი, ხალხს ზაფრავდით და აგიჟებდით, მაშინაც პირუტყვებად აღიქვამდით საზოგადოებას და ახლაც იგივე დამოკიდებულება გაქვთ, რადგან უსამშობლო ნაძირლები ხართ." - წერს ქადაგიძე.



გიორგი არველაძე "პოლიციის დღესთან დაკავშირებით"ასეთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:


"პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ. იმიტომ, რომ პოლიცია აღარ ხართ. ხართ ძაღლობა. ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის. ხო, სანამ რუსი ბორენკას ხელის ბიჭები ხართ, ძაღლობად დარჩებით!


შეგახსენებთ, გიორგი არველაძე საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბოლოს კანონიერ მფლობელზე წართმეული ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი; სწორედ მისი დირექტორობის დროს მოეწყო გახმაურებული ე.წ. "მოდელირებული ქრონიკა"

0
659
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0