საზოგადოებრივი ატლანტიდის ბიბლიოთეკა 10 იანვარი, 17:19 ედგარ კეისი ამტკიცებდა, რომ ატლანტიდაში დაწერილი წიგნები, ეგვიპტის მიწისქვეშეთში, პირამიდების ქვეშ არის. მედიუმი აცხადებდა, რომ თავის ხილვებში, მის ქვიშით დაფარულ, უზარმაზარ დარბაზებსა და ტერასებზე, არაერთხელ «ყოფილა». კეისის თქმით, უდაბნოს სიღრმეში, უამრავი ქალაქია. თუმცა, მათ შორის ყველაზე მთავარი და დიდი, სწორედ პირამიდების ქვეშ მდებარეობს. უდაბნოში გათხრების წარმოება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მაგრამ, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები, მის სკანირებას შესაძლებელს ხდის. ამასთან, ნაგებობებისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. დრონით და სპეციალური აპარატებით გადაღებულ ფოტოებზე, მართლაც ჩანს გვირაბები და დარბაზები. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი 35 – 50 მ. სიღრმეზეა და ზემოდან ტონობით ქვიშა აყრია. ხოლო, პირამიდების და სფინქსის ქვეშ, მართლაც აღმოაჩინეს მიწისქვეშა ღრუები, მაგრამ შეუძლებელია მას ტერასების და დარბაზების უზარმაზარი ქსელი უწოდოთ. საინტერესოა, რომ ატლანტის ბიბლიოთეკის შესახებაც, ნოსტრადამუსიც წერდა. მის კატრენებში ის, «ცოდნის სამყოფლის» სახელით არის ნახსენები. მაგრამ, წინასწარმეტყველს არასდროს უთქვამს, თუ სად შეიძლებოდა მისი პოვნა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ატლანტიდის ბიბლიოთეკა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და წიგნები დღეს ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება. მაგრამ, ეს მხოლოდ დაუმტკიცებელი ვარაუდია... რაც შეეხება ღრუს, უდაბნოს ქვეშ, ბოლო მონაცემებით, სიცარიელის სიგრძე, დაახლოებით, 1500 კმ–ია. ეს ღრუები ხელოვნურია, თუ მშრალი მიწისქვეშა მდინარის კალაპოტია – ამის თქმა ჯერ–ჯერობით ნაადრევია. ეგვიპტის ხელისუფლება, საერთაშორისო არქეოლოგიურ ორგანიზაციას, კვლევის უფლებას არ აძლევს. ხოლო თავად, უდაბნოს «გადათხრის» რესურსი არ გააჩნია. ამის გამო, ძველი ცივილიზაციის მიწისქვეშა ქალაქის ძიება ჭიანურდება. შეთქმულების თეორეტიკოსების აზრით, ეგვიპტის ხელისუფლებას ეშინია, რომ კაცობრიობა შეიტყობს სიმართლეს იმის შესახებ, რომ სფინქსი და პირამიდები ეგვიპტელების აშენებული არ არის. სხვა სიახლეები:* უცნაური დამთხვევების ისტორიები* რას აქცევენ ყურადღებას პირველი შეხვედრისას?* ხრიკები, რომელიც სამზარეულოში გამოგადგებათ* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად205 2-ს მოსწონს
|