x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
შოკისმომგვრელი სიმართლე შუა საუკუნეების ხალხის ჰიგიენის შესახებ


როგორ ცხოვრობდნენ ქალბატონები ანტიპერსპირანტებისა და სხვა ჰიგიენური საშუალებების გარეშე?

ცხელი აბაზანა სუფთა სიამოვნებაა, რომელიც შუა საუკუნეებში არა მხოლოდ მიუწვდომელი იყო, არამედ საშიშადაც ითვლებოდა.

ადამიანები ზოგადადგვერდს უვლიდნენ ცხელ წყალს, რადგან თვლიდნენ, რომ მიკრობები და ინფექციები ფორებში შეიჭრებოდა და სხეული დასუსტდებოდა.

ექიმებს ხალხის განათლება და საპირისპიროში დარწმუნება უწევდათ. ამგვარად, ფრიდრიხ ბილცი აფრთხილებდა გერმანელებს მე-19 საუკუნის ბოლოს თავის წიგნში „ახალი ბუნებრივი წამალი“: „არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, სიმართლე გითხრათ, ეშინიათ მდინარეში ან აბანოში ბანაობის, რადგან ბავშვობიდან არასოდეს შესულან წყალში. ეს შიში უსაფუძვლოა. მეხუთე-მეექვსე აბაზანის შემდეგ ამას შეგიძლიათ შეეგუოთ“.image

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ძველ დროში სამეფო ოჯახის წევრებიც თავიანთი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ რამდენჯერმე ბანაობდნენ. XV საუკუნეში, იზაბელამ აღიარა, რომ იგი მხოლოდ ორჯერ იყო დაბანილი: დაბადებისას და ქორწილამდე. ლუდოვიკო XIV-ს ექიმებმა აიძულეს დაბანა, მაგრამ შეეშინდა ო და დაიფიცა, რომ ამას აღარ გააკეთებდა.
მე-18 საუკუნემდე დასაშვებად ითვლებოდა მხოლოდ ხელების და პირის ღრუს დაბანა. ექიმები არ ურჩევდნენ მთელი სახის რეგულარულად დაბანას: მათ სჯეროდათ, რომ ეს გამოიწვევდა ანთებას ან თუნდაც მხედველობის დაკარგვას.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წყალში ძირითადად ავადმყოფობის გამო ჩადიოდნენ და მხოლოდ ისე, როგორც ექიმმა დანიშნა: ცხელ ან ცივ წყალში, მარილების დამატებით, წუთობრივად.image
უსიამოვნო სუნის ჩასახშობად, რომელიც აუცილებლად თან სდევდა დაუბანელ სხეულს, ადამიანებს უწევდათ ყველა სახის მცენარეული ნაყენის გამოყენება. დროთა განმავლობაში გამოიცა კიდეც სპეციალური სამეფო განკარგულება, რომელიც კრძალავდა ლუდოვიკო XIV-ის კარზე მისვლას სუნამოსა და ნაყენის გარეშე.image
ოფლის სუნთან გამკლავების მეტ-ნაკლებად ეფექტური საშუალება 1888 წელს გამოიგონეს, მაგრამ პირველმა დეზოდორანტებმა არ აღმოფხვრა მიზეზი, არამედ მხოლოდ შენიღბა. ანტიპერსპირანტის შექმნამდე, რომელიც ანელებდა ოფლიანობას, მხოლოდ 1900-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს ფიქრი.image
შუა საუკუნეებში დიდ პრობლემას წარმოადგენდა პარიკების მოვლა. საიდუმლო არ არის, რომ ასეთ უზარმაზარ და მოცულობით სტრუქტურებში არამარტო მწერები, არამედ თაგვებიც ადვილად ბუდობდნენ. არ იყო ადვილი თმის მოვლა. ხელებით თავის მოფხანაც უხამსად ითვლებოდა: ამისთვის თავადაზნაურებს სპეციალური ხის ჯოხები ჰქონდათ.image
თმის დასაბანად საპნის გამოგონებამდე იყენებდნენ ყველა სახის იმპროვიზირებულ საშუალებას: ნაცარს, მდოგვს და ა.შ. შამპუნები და თმის პროდუქტები გამოჩნდა მხოლოდ მე -19 საუკუნის ბოლოს.image






3
1060
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1060
  
2023, 2 ივნისი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მაისი, 17:44
არა გენაცვალე. სუფთა წყალი ფაქტიურად არ არსებობდა არც დასალევად (ღვინოს სვამდნენ) და არც დასაბანად (არ იყო წყლის მიწოდების სისტემა), ამიტომაც ვერ ახერხებდნენ დაბანას და თუ იბანავებდნენ მართლა რამეს დამართებდა ეგ წყალი
0 1 3