სხვა მითხარი შენი საყვარელი ხილი და გეტყვი ვინ ხარ შენ! 2012, 3 ოქტომბერი, 23:50
ვაშლი
ამ ხილის მოყვარულებს ახასიათებთ მოთმინების უნარი, შრომისმოყვარეობა, მაგრამ აქვთ უდიდესი ნაკლი- არიან ძველმოდურები. იმისათვის, რომ მიაღწიონ უფროსის კეთილგანწყობას, კანიდან ძვრებიან. როგორც წესი, ასეთი ადამიანები უფროსის მოწონებასა და პატივისცემას იმსახურებენ.
ატამი ამ წვნიანი ხილის მოყვარულები ფლობენ ისეთ დადებით თვისებას, როგორიც არის რამოდენიმე საქმის შესაბამება. მაგრამ ხანდახან ამ ადამიანებს ვერ გაუგებ ხუმრობენ, თუ სიმართლეს ამბობენ. უდიდესი პლიუსია-თანდაყოლილი ინტელექტი და დიდი მინუსი-რთული პრობლემების გადაწყვეტა. მარწყვი ამ არომატული კენკრის მოყვარულებს ახასიათებთ სტუმართმოყვარეობა, ისინი არიან კონტაქტურები და კეთილგანწყობილნი. ლამაზი და ელეგანტური ნივთების მიმართ გულგრილნი არიან. არ არიან ჩხუბისმოყვარულნი. მაგრამ ხშირად და უსაფუძვლოდ ეჭვიანობენ, რაც მათ სრული სიტყვის მნიშვნელობით სიცოცხლეს უწამლავს. საზამთრო ეს ადამიანები სანიმუშო ქცევის ეტალონები არიან! არ აქვთ ცხოვრებისადმი უკმაყოფილების გრძნობა და მიისწრაფიან ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ. თუმცა არ გააჩნიათ პრინციპულობა. ბანანი ამ ტროპიკული ხილის მოყვარულები დამთმობი და რბილები არიან, თუმცა მათი მანერები და შესახედაობა ხშირად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სენტიმენტალურნი და მიამიტები არიან. ჩვევად აქვთ სიზარმაცე. მანდარინი იუმორის გრძნობა-აი რითი იზიდავენ ისინი გარშემომყოფებს. ქარაფშუტები არიან და ხშირად იცვლიან აზრს ამა თუ იმ საგანზე. თანაც მათი ეს თვისებები სიბერემდე შეუცვლელი რჩება. მეგობართა წრისათვის შეუცვლელნი და თავდადებულნი, ოჯახისთვის გამუდმებული საზრუნავი არიან. მსხალი ნამდვილი მეგობრები. განმასხვავებელი თვისებები- მეგობრულობა და სიმშვიდე, რომლებიც მათთვის გენერატორის როლს ასრულებს შესანიშნავი ხასიათის შესანარჩუნებლად. აღმერთებენ იუმორს. თითქმის არ აქვთ უარყოფითი თვისებები. ფორთოხალი აი მივედით არისტოკრატებამდეც. ეს ადამიანები, თავს ნამდვილ არისტოკრატებად თვლიან, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ფანტაზიაა. არიან ექსტრიმის მოყვარულნი. ხშირად ტკენენ სხვებს გულს ისე, რომ ამას თვითონაც ვერ ხვდებიან. რომელი ხილის მოყვარული ხარ შენ? 131 6-ს მოსწონს 1-ს არა
|