არტეფაქტები, რომლებიც წარსულზე ბევრს მოგითხრობთ:
1. ლიკურგუსის თასი არის ერთადერთი დიატრეტი ფიგურული ნიმუშით, რომელიც შემორჩენილია ანტიკურ დროიდან, მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლია შეცვალოს ფერი მწვანედან წითლად, სინათლის დაცემის კუთხის მიხედვით.
2. ბუდას ერთადერთი ქანდაკება, რომელიც გამოკვეთილია ძალიან იშვიათი რკინის მეტეორიტის ფრაგმენტიდან.
3. ძველი ბერძნული რიტონი (სასმელი ჭურჭელი) ვირის თავის სახით, ათენი, 480–470 ძვ.წ.
4. სავარცხელი ცენტურიონის ჩაფხუტისთვის, რომელიც აღმოაჩინეს ვინდოლანდას ტერიტორიაზე და სავარაუდოდ თარიღდება II საუკუნით.
5. რომაული კრივის ცესტუსის ხელთათმანების ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარი
6. წებოვანი ბომბი არის ბრიტანული ხელყუმბარა, რომელიც შეიქმნა და გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს.
7. ელჩეს ლედი, ოდესღაც პოლიქრომული ქვის ბიუსტი, შემთხვევით აღმოაჩინეს 1897 წელს ალკუდიაში. განიხილება იბერიული ქანდაკების ნაწილად ძვ.წ IV საუკუნიდან
8. ოქროს საყურე თავის ფორმის შუშის გულსაკიდით, ძვ.წ. III–I საუკუნეები
9. რომაული საბავშვო სათამაშო იპოვეს ბავშვის საფლავში რომაულ ქალაქ ვიმინაციუმში (აღმოსავლეთ სერბეთში, ქალაქ კოსტოლაცის მახლობლად) არქეოლოგიურ ადგილზე.
10. უნაგირი მორთული ოქროს ფირფიტებით. ტიბეტი, მე-15-17 საუკუნე
11. შლაპა, რომელიც აბრაამ ლინკოლნს ეხურა იმ ღამეს, როცა ის ჯონ უილკს ბუტმა მოკლა 1865 წლის 14 აპრილს.
12. მე-16 საუკუნის დასაწყისის ქირურგიული ხელსაწყოები დამზადებულია ლონდონში ვერცხლით და ოქროთი. იგი შექმნილია ქამარზე დასაკიდებლად.
13. ძველი ბერძნული საყელო ძაღლებისთვის
14.პსუსენეს I-ის ვერცხლის კუბო, ძველი ეგვიპტე, 1001 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
15. ნეტსუკე ჰანიას ნიღბის სახით. იაპონია, მეიჯის პერიოდი, დაახლოებით 1900 წელი
16. ძველი ეგვიპტური ბეჭედი კატასთან და კნუტებთან ერთად, ფაიანსი. XIII-VII საუკუნეები
17. “მხიარული როჯერი"-ს ორიდან ერთ-ერთი შემორჩენილი მეკობრული დროშა