x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რის გამო დასცინოდნენ ნინი ონიანს ბავშვობაში?
image

მოდელმა, კომედი არხის მსახიობმა და ქალთა გამაჯანსაღებელი ცენტრის ხელმძღვანელმა ნინი ონიანმა გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ განაცხადა რომ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო, რამაც მას არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდა, თუმცა დღეს ეს "პრობლემა" აღარ აწუხებს.




„ხშირად მაბულინგებდნენ, ამბობდნენ - რამხელა ყურები აქვს, რანაირად აცვია და ა.შ. კიდევ მაბულინგებდნენ იმაზე, რომ არ მეცვა ისე, როგორც მათ ეცვათ, ანუ მე ჩვეულებრივად მეცვა, იმათ არაჩვეულებრივად, ამ ყველაფერმა და კიდევ იმან, რომ მამაჩემი ჩვენთან არ ცხოვრობდა არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა. ყველა ბავშვს ხან დედა აკითხავდა, ხან მამა, მე კი მხოლოდ დედა, რასაც ძალიან განვიცდიდი“, - ამბობს ნინი ონიანი.


ნინი ონიანმა სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული ფოტოც გააზიარა და ასეთი ტექსტი დაურთო:

ეს არის ჩემი დედიკო Lika Bibilashvili ! ადამიანი, რომელმაც, სრულიად მარტომ გამზარდა, 90-იან წლებში! არ გვქონია დალხენილი ცხოვრება! მიუხედავად ყველაფრისა, მან შეძლო და იმ პიროვნებად ჩამომაყალიბა, ვინც ვარ დღეს! ჩემთვის გმირი დედა ხარ ! სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და არასოდეს დავიხევ უკან შენს გამო არაფრის გამო! დიდი მადლობა მეგობრობისათვის, თანადგომისათვის და იმ სიყვარულისათვის, რასაც 34 წელია შენგან ვგრძნობ! მიყვარხარ ძალიან ძალიან!!!

ამა წლის თებერვალში ნინი ონიანმა სოციალური ქსელით იმ ადამიანებს მიმართა, რომლებსაც ის "გვარის შემარცხვენელად" მიაჩნიათ:


"ვინც ასე ირჯებით და მწერთ: “ონიანების სირცხვილი ხარ შენ!” - გამოექანეთ …..!!!! რაც შეიძლება მაღალი მწვერვალიდან…!!!! დაგხვდებით… არ არის პრობლემა …!!!! რა გაგიკეთებიათ ჩემთვის “ონიანებს”??!!! რუსულ გემს გაყევით….. (ახლა ამასაც გადააზიარებენ უსაქმურები და ველი მიწასთან გასწორებას, ვაი თქვენს პატრონს)

... არ შემარგეს სვანობა! მაინც და მაინც “ჩიხტიკოპი” უნდა მეფაროს ეტყობა და მამას ვლოცავდე…! გაა*ვან თავიანთ მთებში და იოდი დალიონ… აკლით ფაქტია?!""-წერდა ნინი ონიანი


1
568
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
568
  
2023, 30 მაისი, 23:32
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1