სხვა რეალური ისტორია თუ როგორ გაუსწორდა საფლავებზე ყვავილების ქურდებს შვილმკვდარი მამა 2023, 30 მაისი, 13:13 მეგობრები ბევრი მყოლია და მყავს, აი ძმაკაცი რასაც ჰქვია სულ რამდენიმე მყავდა და მყავს, მყავდა რადგან რამდენიმე მათგანი ცოცხალი არაა. უკრაინიდან დედულეთში ჩასვლა ერთერთი ასეთი ძმაკაცის გამო მიხაროდა, თაზო (სახელი შეცვლილის მიზეზს სტატიის სიუჟეიდან გამომდინარე მოხვდებით) იყო ის ძმაკაცი ვინც ჩემთან ერთად დილიდან დაღამებამდე ხან ველოსიპედით დაქროდა, ხან ბურთს აგორებდა ან მდინარეზე საცურაოდ დამყვებოდა. მოხდა ტრაგედია და თაზო დაიღუპა, დაიღუპა დაუჯერებელ სიტუაციაში. ვიღაც გალეწილი მთვრალი სწორედ მაშინ დაეჯახა სადენების ბოძს როცა თაზო საკუთარ ჭიშკარში შედიოდა, ჩამოვარდნილმა დენის სადენებმა შეიწირა 14 წლის ბიჭის სიცოცხლე. რამდენიმე თვეში აფხაზეთში ომი დაიწყო და მთელი ოჯახი უკრაინიდან საქართველოში დავბრუნდით, არ მოვყვები იმ საშინელ პერიოდზე რაც გადავიტანეთ (ბევრჯერ მაქვს ისედაც დაწერილი). ხშირად მივდიოდი თაზოს საფლავზე (ახლაც ასეა, როცა სოფელში ვარ) და თაზოს, როგორც ცოცხალს ისე ვესაუბრები, როგორც ჩემს სათაყვანებელ ბაბუას საფლავს. თაზოს ძმებიც ჰყავდა, რამდენიმე წლით უფროსი ბიჭები, მაგრამ მათთან მხოლოდ მეზობლობა მაკავშირდებდა. თაზოს მამა თაზოს სიკვდილმა გაანადგურა, ახალგაზრდა კაცმა ლოთობა დაიწყო, ღამეებს ათევდა შვილის საფლავზე და მხოლოდ გამთენიისას ბრუნდებოდა სახლში. არა, სამეზობლოში ღვინის გამო გადასული არავის უნახავს, თუ სვამდა საკუთარს სვამდა. ის იყო პარტიზანობა დაიწყო და მამამ, რომელიც ერთერთი ჯგუფის მეთაური იყო 15 წლის ბიჭი თან წამიყვანა აფხაზეთში რეიდებზე. როცა სოფელში ავდიოდი თაზოს საფლავზე მივდიოდი აუცილებლად, ერთხელაც ტოლებმა, თაზოს საძმაკაცომ და სამეგობრომ გადავწყვიტეთ თაზოს მამასთვის გვეთხოვა, შეეწყვიტა ლოთობა და ცხოვრებას დაბრუნებოდა. მივედით ეს ლაწირაკი ბავშვები და ვთხოვეთ შეეწყვიტა ხშირად დალევა და თაზოს საფლავზე გამის გათევა. გამწარებულმა კაცმა ყველა სათითაოდ ჩაგვიხუტა გულში და მას შემდეგ მთვრალი და საფლავზე ღამის გასათევად წასული თაზოს მამა არავის უნახავს, ბიჭებიც დაოჯახდნენ და ახლა უკვე 67 წლის კაცი ოჯახში მუშაობს. მოგეხსენებათ ყვავილების სასაფლაოებიდან მოპარვა ლამის ტრენდად რომ იქცა და თან ახალ დაკრძალული მიცვალებულის საფლავიდან ისე მიაქვთ ყვავილები ერთსაც კი არ ტოვებენ. სწორედ ასეთ ავაზაკებს შეესწრო თაზოს მამა, სწორედ მაშინ როცა შინაურ პირუტყვს საძოვრიდან სახლში საღამოს მიერეკებოდა სახრით ხელში. ჯერ დააკვირდა რა ხდებოდა როცა დაინახა იმ დღეს დაკრძალული ასაკოვანი მეზობელი ქალბატონის სასფლაოზე და როცა დაინახა 3 ქალი და ერთი კაცი როგორ არჩევდა ყვავილებს გულმა ვერ მოუთმინა, შევარდა სასაფლაოზე და სახრით ქალებიც და კაციც ისე სასტიკად სცემა ოთხივემ კარგა ხანს სული ვერ მოითქვა და ლამის ნახევარი სოფელი მივიდა მათ წივილ-კივილზე სასაფლაოზე, რომელიც უბნის შუაში ცენტრალური გზიდან 50-60 მეტრში მდებარეობს. მეზობელმა ქალებმა იცნეს ქალაქის ბაზარში ყვავილების გამყიდველი ალები, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა ახალდაკრძალული მიცვალებულის საფლავზე არჩევდნენ ყვავილებს, თავიდან ფუთავდნენ და ხელახლა ყიდდნენ სპეციალური ხსნარებით დამუშავების თქმით. არავის მოსვლია აზრად პოლიციაში დარეკვა, სამაგიეროდ გინება და ფურთხი დამატებით ოთხივემ მიიღო მანქანაში ჩაჯდომამდე. მიცვალებულის საფლავზე ყვავილებს რომ აკრეფს, ის გარეწარზე გარეარია, თან მაშინ როცა გასაყიდად მიაქვთ. შარშანაც დააკავეს ასეთი ლეშები სხვა სოფელში, მაგრამ ადმინისტრაციული სასჯელით-ჯარიმით გაუშვეს, არა და ასეთი გარეწრები ეგრევე ციხეში უნდა გაუშვა. მესმის ბევრს უჭირს, მაგრამ მიცვალებულის გაქურდვა არცერთ გაგებაში არ წერია. 223 5-ს მოსწონს |