სხვა შენ ლამაზ ოჯახურ ფოტოს ხედავ, მაგრამ რეალურად მასზე საშინელებები ხდება 2023, 30 მაისი, 12:11 როგორც ამბობენ, თვალები არასოდეს ტყუიან. ბედნიერი ადამიანების დანახვისას, ჩვენც ბედნიერები ვხდებით, აღბეჭდილი სევდა კი ჩვენშიც მსგავსს ემოციას იწვევს, თუმცა ზოგჯერ ვიზუალური შემადგენელი გვატყუებს. შეგიძლიათ გამოიცნოთ რა განწყობაზე არიან ისინი, ვინც ფოტოზე პოზირებს? თუმცა ინტუიციურად სიმართლის გამოცნობა, არც ისეთი ადვილია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.დღეს მოგიყვებით ერთი საზარელი ისტორიის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაჩქარევად დასკვნების გამოტანა არ ღირს. ერთი შეხედვით - საყვარელი საოჯახო ფოტოა, ასე არ არის? ამაყი ოჯახის უფროსი ბავშვით ხელში, ახლობლებით გარშემორტყმული, რომელზეც პატარას გარდა ყველა იღიმის. ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა, ამიტომ მას კამერის წინ ღიმილი ჯერ კიდევ უჭირს. ერთი შეხედვით ჩვენ წინაშე ბედნიერი ოჯახია, თუმცა პოზიტიური ატმოსფერო ყალბია. ყვითელ სვიტერში გამოწყობილი მამაკაცი ჯონ ედვარდ რობინსონი სერიული მკვლელია. ფოტოს გადაღებამდე რობინსონმა პატარა გოგონა - ტიფანი სტაზი მოიპარა, დედამისს კი დაუდობლად გაუსწორდა.ჯონი ნათესავებსა და მეგობრებს ეუბნებოდა, რომ გოგონა იშვილა. მოგვიანებით მან პატარა აღსაზრდელად ძმას მისცა, თავისი ქმედება კი იმით ახსნა, რომ პასუხისმგებლობისთვის ჯერ მზად არ იყო. ძმამ და მისმა ცოლმა გოგონა წაიყვანეს და მას საკუთარი შვილივით უვლიდნენ. სიმართლე მხოლოდ 15 წლის შემდეგ გაირკვა და შოკში არა მხოლოდ თავად ტიფანი, არამედ - მამასი, ჯონის ძმაც და ზოგადად მთელი ამერიკა ჩააგდო.
|