სიახლეები რამხელაა სოციალური შემწეობა და რა თანხით ეხმარება გერმანია ევროკავშირის მოქალაქეებს? 2023, 29 მაისი, 19:53 ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების დონე იმდენად მაღალია, რომ ბევრ ქართველს უბრალოდ უჭირს კიდეც იმის დაჯერება, რომ სამყაროში სადმე რეალურად არსებობს ცხოვრების მსგავსი პირობები. ერთ პატარა სტატიაში ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე რასაკვირველია ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ მის ერთ-ერთ ძველ წევრზე, სახელდობრ კი გერმანიაზე შევჩერდებით. ეს ქვეყანა განთქმულია ცხოვრების მაღალი დონით და სოციალური დაცვის გარანტიების სიუხვით, თუმცა ამ მაჩვენებლებით ის პირველ ადგილს ნამდვილად არ იკავებს. ამის მიუხედავად გერმანია არის ქვეყანა, სადაც ადამიანს, რომელმაც დროებით ვერ შეძლო შესაფერისი სამსახურის პოვნა, აბსოლუტურად ღირსეულად ცხოვრება შეუძლია. მაგრამ მაინც რა თანხას შეადგენს გერმანიაში სოციალური დახმარება? რა დოზით უდგას მხარში გერმანული სახელმწიფო მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს? სოციალური დახმარება გერმანიაში მარტო მცხოვრებ ერთ ადამიანზე 502 ევროს შეადგენს. მაგრამ თუ სოციალურად დაუცველი პირი ასევე სოციალურად დაუცველ პარტნიორთან ერთად ცხოვრობს, ორივე მათგანი ერთად 902 ევროს (ჩვენს ფულზე 2507 ლარს) იღებს. დახმარებას იღებენ ასევე სოციალურად დაუცველი პირების შვილები 24 წლის ასაკამდე. ამ შემთხვევაში მათი დახმარება სულზე 402 ევროს შეადგენს, თუმცა 14-17 წლის თინეიჯერები 420 ევროს იღებენ. 6-13 წლის ბავშვებს სახელმწიფო 348 ევროთი ეხმარება, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვებს სულზე 318 ევროთი. გარდა ზემოაღნიშნული დახმარებისა, გერმანია გადაგიხდით ასევე თანხას ბინის დასაქირავებლადაც. ერთ პირზე გაანგარიშებულია 50 კვადრატულ მეტრამდე ფართი. თუ პარტნიორთან ერთად ცხოვრობთ, მიიღებთ თანხას 65 კვადრატული მეტრი ბინისთვის. 3-სულიანი ოჯახი იღებს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართს, ხოლო ოთხსულიანი - 95 კვადრატულ მეტრს. ამასთან, ასეთ ბინაში აუცილებლად უნდა იყოს გათბობა, შუქი, ცხელი და ცივი წყალი და კანალიზაცია. საცხოვრებელი ღირსეული ყოფისთვის გამიზნულ ყველანაირ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. ორსული ქალები კიდევ უფრო მეტ თანხას იღებენ სოციალური დახმარების სახით. ორსულობის 12 კვირის თავზე სოციალურად დაუცველი თითოეული მარტოხელა ორსული 587 ევროს იღებს. ეს 17 %-იანი ნამატია. საინტერესოა, რომ ამ ნამატს იღებს ორსული სოციალურად დაუცველი ქალის პარტნიორიც და შვილიც. შშმ პირები 667 ევროს იღებენ სოციალური დახმატების სახით. ამდენივეს იღებენ მათი პარტნიორებიც. ანუ თუ შშმ პირის ცხოვრების თანამგზავრი ბრძანდებით, გერმანია თქვენც ანალოგიურად 667 ევროს (1850 ლარს) გადაგიხდით თვეში. თუ მარტო ცხოვრობთ და 2 ბავშვი გყავთ, რომლებსაც 16 წელი ჯერ არ შესრულებიათ, თქვენ 502 ევროზე დამატებით 180 ევროს მიიღებთ და ჯამში 682 ევრო გამოგივათ. 5 ბავშვზე კი ეს თანხა 800 ევროს შეადგენს, რა დროსაც საკუთრივ ბავშვებიც პარალელურად იღებენ სოციალურ დახმარებას. ამასთან, სოციალური დახმარების მისაღებად აუცილებელი სულაც არ არის, ღატაკი იყოთ. სახელმწიფო იმ შემთხვევაშიც გაგიწევთ დახმარებას, თუ საბანკო ანგარიშზე 40, 000 ევრომდე თანხას ფლობთ. საყურადღებოა, რომ მსგავს გულუხვ დახმარებას იღებენ არამხოლოდ გერმანიის, არამედ ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები გერმანიაში ცხოვრების გარკვეული პერიოდის შემდეგ. სხვა ქვეყნებში კი (მაგ. ლუქსემბურგში), თუ ევროკავშირის მოქალაქე ხართ, დახმარებას ავტომატურად იღებს, რა წამსაც იქ ფეხს დაადგამთ. ასეთია ევროკავშირი და ძალიან საინტერსოა, საქართველოს ხელისუფლება რატომ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი იდიოტებისგან შედგება და ძალიან მკაცრად არ გაუსწორდება იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეაფერხებენ? ვინ აპატიებს ვიღაც გაზულუქებულ მილიარდერ ოლიგარქს, რომ მას ცხოვრება და ბავშვების მომავალი წაართვას? 510 1-ს მოსწონს 1-ს არა |
https://www.youtube.com/watch?v=BbzqbTJ2j9g