სიახლეები რუსებმა УАЗ-452,იგივე "ბუხანკა" 65 წლის შემდეგ "გააახლეს" 2023, 29 მაისი, 13:28 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ულიანოვსკის ავტოქარხანა აპირებს УАЗ-452-ის, საბჭოთა კავშირში და რუსეთში ცნობილი როგორც დამცინავი მეტსახელით "ბუხანკა", (პური აგურის ფორმის) საიუბილეო ვერსიის გამოშვებას, იუწყება არხი Avtopotok Telegram-ი.
"ბუხანკის " ექსპედიციური ვერსია აღჭურვილი იქნება სპეციალური გამავლობის საბურავებით, დამცავი ბამპერებით, სახურავზე საბარგულით და კიბეებით. ავტომობილის ტექნიკური დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, სავარაუდოდ, საბჭოთა პერიოდიდან დიდად არც არაფერი შეცვლილა; ეს იქნება იგივე, რაც "ბუხანსკის ტრადიციული ვერსია 2.7 ლიტრიანი ზმზ-409 ძრავით (112 ცხ.ძ.) და 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ჩვეულებრივ არაფრით გამორჩეულ ფურგონისგან განსხვავებით ახალი ვერსია ნათელი ფერებში იქნება. ღია ყვითელი, ნარინჯისფერი, ხასხასა მწვანე და შავი. მანქანები შეღებილია Raptor პოლიურეთანით. ამ მოდიფიკაციის ღირებულება 1, 6 მილიონი რუსული რუბლია (20, 000 ამერიკული დოლარი ). შედარებისთვის: ძირითადი კონფიგურაციის ჩვეულებრივი "აგურის პურის " ღირებულება იწყება 1, 33 მილიონი რუბლიდან. შეგახსენებთ: "ბუხანკა " ულიანოვსკის საავტომობილო ქარხნის კონვეირიდან პირველად ჩამოვიდა 1958 წელს. პირველ ვერსიას ეწოდა უაზ-450. ეს არის ამერიკული მცირელიტრაჟიანი სატვირთო ავტომობილის Willys Jeep Forward Control Truck -ის პროტოტიპი, რომელიც 1956 წლიდან 1965 წლამდე გამოდიოდა.(ქვემოთ ფოტოზე) 65 წლის განმავლობაში მანქანის მხოლოდ უმნიშვნელო მოდერნიზია მოხდა, მისი ექსტერიერი, ტექნიკური მონაცემები ისევე როგორც ფილოსოფია, იგივე დარჩა. ცხადია, ამ მანქანას მაინც ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები, მძლავრი გამავლობის გამო, თუმცა იგი მაინც ცნობილია, როგორც საბჭოთა ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი "ყველაზე ბანძი" ავტომობილი, რომლისთავისაც სრულიად უცხო იყო ისეთი სიტყვები როგორიცაა "ხარისხი" და "კომფორტი". ასევე დაგაინტერესებთსაბჭოთა საავტომობილო ინდუსტრია არ იყო საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ შიდა ინდუსტრიამ ქვეყანას ბევრი საიმედო, გამძლე მანქანა მისცა. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ კარგი იყო. თუმცა, სადაც აღმავლობაა იქვე ყოველთვის არის ვარდნაც. დროა გავიხსენოთ ყველაზე წარუმატებელი სერიული საბჭოთა მანქან... სსრკ-ში პოლიციის მანქანები ყვითელ-ლურჯ ფრად იყო შეღებილი. მაგრამ რატომ გამოიყენეს მაინცდამაინც ეს ვარიანტი? პირველი, რაც ახლავე უნდა ვთქვა, რომ ეს ფერების კომბინაცია სულაც არ იყო შემთხვევითი. არამედ მხოლოდ საბჭოთა, ინდივიდუალური სტანდარტი. მსოფლიოში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი სამართალდამცავების მანქანების ფერზე. განსხვავებით, ... სსრკ-ში ტროლეიბუსის ქსელების სწრაფი მშენებლობის შემდეგ, საინტერესო იდეა დაიბადა: მათი გამოყენება სპეციალური ელექტრო სატვირთო მანქანების (და არა მხოლოდ) ტროლეისატვირთოების შექმნის იდეა. ამ სტატიაში სწორედ ამ უჩვეულო მანქანებს გაეცნობით. ЯГ-4 Динамо პირველი საბჭოთა სატვირთო ტროლეი "დინამო" შეიქმნა 1936 წელს მოსკოვში, ... ინდონეზიაში 1957 წლის მოდელის საბჭოთა სატვირთო მანქანები ЗИЛ-ММЗ-585 ეზიდებიან ქვებს და გრუნტს. ასეთი ნაგავსაყრელი მანქანები მზადდებოდა 1965 წლამდე, ამიტომ ბოლოს გამოშვებული ეგზემპლარები ამჟამად სულ მცირე 57 წლისაა. ინტერნეტში ერთდროულად გამოქვეყნდა ინდონეზიაში გადაღებული რამდენიმე ვიდეო. კადრებში აღბეჭდილია საბჭოთა ნაგავსაყ... 291 2-ს მოსწონს
|