სხვა როგორ გამოიყენეს ნაცისტებმა აფხაზეთის წყალი "ლებენსბორნის" პროგრამის განსახორციელებლად 2023, 28 მაისი, 11:13
გერმანელი ნაცისტები თავიანთი მმართველობის პერიოდში წმინდა გრაალს აქტიურად ეძებდნენ. ამით ძირითადად, ჰიტლერის პირადი ექიმის კარლ ბრანდტის ქვედანაყოფი იყო დაკავებული. წმინდა გრაალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მისი საშუალებით გერმანელი ქალები სუფთა სისხლის "არიელებად" ("ლებენსბორნის" პროგრამა) ქცეულიყვნენ.
წმიდა გრაალი - შუა საუკუნეების კელტურ და ნორმანულ ლეგენდებში ვნების ერთ-ერთი ინსტრუმენტი - თასი, რომელიც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის დროს გამოიყენა და რომელშიც იოსებ არიმათიელმა ჯვარცმული მაცხოვრის ჭრილობებიდან სისხლი შეაგროვა.
ამასთან, წმინდა გრაალში ნაცისტები მთლად ქრისტიანულ სიწმინდეს არ გულისხმობდნენ. ეს შეიძლება ნებისმიერი თასი ყოფილიყო, რომელსაც ჯადოსნური თვისებები ექნებოდა. ნაცისტებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ყველაფერი, რაც ნართების ლეგენდებთან იყო დაკავშირებული.
ნართული ეპოსი - არის ეპოსი, რომელიც არსებობს ჩრდილოეთ კავკასიის რიგ ხალხებში, რომელიც დაფუძნებულია ლეგენდებზე გმირი-გოლიათების წარმოშობისა და თავგადასავლების შესახებ ("ნართები"). ნართების ეპოსი თითქმის მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში იყო გავრცელებული. ხალხურ ტექსტებს ნართებზე იცნობდნენ აფხაზები, ყაბარდოელები, ჩერქეზები, აბაზები, ადიღეელები, ყარაჩაელები, ბალყარელები, ჩეჩნები და ინგუშები. ნართები ნახსენები არიან საქართველოს მთიანეთის (სვანეთი, რაჭა, ხევსურეთი) ზეპირ ტექსტებში. ნართების ეპოსის ცალკეული სიუჟეტები და გაზღაპრებული ვერსიები გვხვდება ზოგიერთი დაღესტნელი ხალხის (ლაკები, ხუნძები, თურქულენოვანი ყუმუხები...) ფოლკლორში. ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიის გაზღაპრებული ტექსტები დასტურდება სამეგრელოშიც. ეპოსის ფრაგმენტები ცნობილი იყო XIX საუკუნეში კავკასიიდან თურქეთში ერთიანად გადასახლებული მუჰაჯირი უბიხებისათვის. აღსანიშნავია, რომ ნართების ეპოსის ნაციონალური ვერსიები მეტნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ისინი ზოგადად მაინც ერთი ტიპისაა.
ლეგენდის თანადხმად, გმირი - გოლიათები ერთად იკრიბებოდნენ და "უაცამონგას" სპეციალური სასმისიდან სვამდნენ. თასები თავად ივსებოდა და მსმელის პირთან თავადვე ადიოდა. ამ თასებს აცანგის გვარის (სუფთა არიელები) ქერათმიანი და მაღალტანიანი კაცები ინახავდნენ, თუმცა ნაცისტებს არა თავად თასები, არამედ უშუალოდ სასმელი აინტერესებდათ.
ბრანდტის სურდა აღმოეჩინა წყალი, თავისებური "ცოცხალი წყალი", რომელიც ადამიანს განწმენდდა და ძალას შემატებდა, ამიტომ 1942-1943 წლებში გერმანელებმა ასეთი წმინდა წყაროები აფხაზეთის მთებში აღმოაჩინეს რაც მათ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. გერმანელებს ეს წყალი გერმანიაში გაჰქონდათ, სადაც მას ნამდვილი არიელების გასაწმენდად იყენებდნენ, რომლებიც დედობისთვის ემზადებოდნენ.
1944 წელს გერმანელებმა "ლებენსბორნის" პროგრამის წარმატებით დასრულება გამოაცხადეს. მათივე ცნობით, ე.წ. "სიცოცხლის წყარო"-ს ფარგლებში სამყაროს 20 ათასი სუფთა სისხლის არიელი მოევლინა.
|