საქართველო
"თუ ეს სწორია ჩნდება კითხვა...."-რას წერს შალვა ნათელაშვილი
2023, 28 მაისი, 10:30
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს "TURAN"-ის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს მიერ აშშ საგარეო უწყების ერთ - ერთი სპიკერისთვის, მეთიუ მილერისთვის დასმულ კითხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"თუ ეს სწორია ჩნდება კითხვა----რატომ არ სვამს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სახელმწიფო დეპარტამენტში კითხვას გარეჯის წამრთმევ პრეზიდენტ ალიევზე, რომელიც ერთ დღეს კრემლში იმყოფება პუტინთან მეორე დღეს კი საიდუმლო შეხვედრას აწყობს ოლიგარქ ივანიშვილთან მუხრანის შატოში."-ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტში მედიისთვის მორიგი ბრიფინგი გაიმართა, სადაც აშშ საგარეო უწყებას ერთ-ერთი სპიკერი მეთიუ მილერი წარმოადგენდა. მილერმა მიმდინარე აქტუალური თემები მიმოიხილა და საქართველო ან ფრენების აღდგენის საკითხი საერთოდ არ უხსენებია, თუმცა ბრიფინგის ბოლოს მილერს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კითხვა აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტოს "TURAN"-ის კორესპონდენტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა, რასაც აშშ საგარეო უწყების სპიკერის მხრიდან ასეთი პასუხი მოჰყა:
"რუსული ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით მე გეტყვით იმას, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები არ უშვებს რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში. ამიტომ, ჩვენ შევშფოთდით როცა შევიტყვეთ პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. ამან შესაძლოა საქართველოს აეროპორტებთან კავშირში მყოფი კომპანიები სანქციების რისკის საფრთხის წინაშე დააყენოს. ჩვენ - ანუ მთლიანად დასავლურმა სამყარომ მოვახდინეთ საკუთარი თავის დისტანცირება ამ (რუსეთის) რეჟიმისგან და ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.", ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე - აქვთ თუ არა უკვე გაწერილი რეაქციები? და იდგმება თუ არა უკვე კონკრეტული ნაბიჯები? მეთიუ მილერის პასუხი იყო - უარყოფითი.