სამეგრელო და ზემო სვანეთი "დეგნანის მონებო! ჭინკებო! ქვეყნის გამყიდველებო!"-ყვიროდა თავგანწირვით 2023, 27 მაისი, 18:02 "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" სამოქალაქო საბჭოს წევრები სოციალურ ქსელში 26 მაისს ზუგდიდში თავს გადამხდარ ინციდენტზე საუბრობენ: "გუბერნიის შენობიდან "ესებუას ბანკამდე" გვსდია გუშინ ამ ქალმა მე და ჩემს მეგობრებს იმიტომ, რომ ევროკავშირის დროშა მქონდა მოხვეული ბოლო წამამდე ვინარჩუნდები სიმშვიდეს. ზუსტად ვიცოდი, გაფაციცებით ელოდნენ, როდის გამოვიდოდი წყობიდან და საკადრის პასუხს გავცემდი, ერთადერთი რაც ვუთხარი, ის იყო, თუ ხელს დამაკარებდა, აუცილებლად ვუჩივლებდი. ჩემი დასარტყამი ხელიც და ლანძღვაც ჩემს მეგობარს მოხვდა, რომელმაც ნახა, როგორ წამეშალა სახე ნელ-ნელა და ჩვენს შორის ჩადგა. 158 3-ს მოსწონს
|