x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
დაუმთავრებელი საავტომობილო გვირაბი გაგრაში - რა გეგმა ჰქონდათ საბჭოთა მშენებლებს?

image

ღამე. ხშირის ეკლიანი ბუჩქები. შიშისმომგვრელი გვირაბი, რომელიც მიდის დაუსრულებელ სიბნელეში. პროექტი გიგანტური ჩანს - ის მეტროს გვირაბს გაცილებით აღემატება, აქ ორი დიდი სატვირთო მანქანა ადვილად გაივლის.არა და გვირაბი ფაქტობრივად, სწორედ ამ მიზნით შენდებოდა - თქვენს წინაშეა ქალაქ გაგრის შემოვლითი გზის, მეორე, დაუმთავრებელი ხაზის გვირაბი.



1980-იანი წლები, საბჭოთა კავშირი-საქართველო-აფხაზეთი; ჯერ კიდევ არავინ იცის, რომ სულ ცოტა ხანში უზარმაზარი ზემძლავრი იმპერია უცებ ხუხულასავით ჩამოიშლება.გაგრის სიახლოვეს იწყება ამბიციური და ძალიან ძვირადღირებული პროექტის მშენებლობა - შემოვლითი გზა შავი ზღვის სანაპიროს მთავარი სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვისთვის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ქალაქთან ახლოს, საკურორტო ზონაში.

image


ძნელი მისახვერდი არ არის, რომ მშენებლობა შეწყდა სსრკ-ს დაშლასთან ერთად;ამას კი მოყვა შიდა კონფლიქტი, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიწყო.


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ადგილობრივებმა გვირაბის პირველი რიგის მშენებლობის გაგრძელება, რომელიც მზად იყო 70%-ით, მხოლოდ 2013 წელს შეძლეს. სახსრები მშენებლობისთვის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას რუსეთმა გამოუყო.


ამ დროისთვის ექსპლუატაციაში შევიდა და ფუნქციონირებს No1 და No2 გვირაბები (მშენებლობის პირველი ეტაპი), No3 მიტოვებულია, ხოლო No4 გვირაბი (მესამე ეტაპი) მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესოა მესამე გვირაბი, როგორც ერთადერთი, რომელიც ხელმისაწვდომია უფასო დათვალიერებისთვის.

image

გვირაბი გრძელია და ერთფეროვანი. მაგრამ მთელი 1300 მეტრის მანძილზე შეგხვდებათ ჭიდან წლის ნაკადებს, გვირაბის გამაგრებით ხიმინჯებს და იშვიათი და ძვირადღირებული სამშენებლო დანადგარების ნაშთებს, რომელთა ღირებულება მილიონები იქნებოდა, თუმცა დალპა და დაჟანგდა.


image

image

ასეთი სიმდიდრე იქცა ჟანგად ქალაქ გაგრაში კლდოვანი მასივის წიაღში და კიდევ რამდენი ასეთი ამბიციური პროექტი დარჩა დაუსრულებელი?ძალიან ბევრი.

image

image


image

image

image

image

3
600
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
600
  
2023, 30 მაისი, 23:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 მაისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3