x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
აფხაზეთში სასამართლო გინებაში და ჩხუბში გადაიზარდა (ვიდეო)
image

სასამართლო სხდომები, თუ ძალზე გახმაურებული საქმე არ არის, უმეტეს შემთხვევაში მონოტონურად, რეგლამენტის მიხედვით მიდის და იშვიათად არის საინტერესო, თუმცა ეს არ ითქმის აფხაზეთში გამართულ სასამართლოზე.


ეს ეპიზოდი არ მოხვდა ტელეკომპანია Абаза-ТВ-ს გადაღებულ ვიდეოში. რეპორტაჟი სასამართლო დარბაზიდან, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს, „დავარცხნილი“ იყო და არ ასახავდა იქ მომხდარ სიმძაფრეს. ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ „სანაპირზე მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა არეულობის გამო შეწყდა“. მოწმე ავთანდილ ჭოლარიამ კვლავ შეცვალა ჩვენება, ბრალდებული ბესლან ბგანბა კი დარბაზიდან გააძევეს, რომელსაც მხარეთა დებატების დროს სხდომაში მონაწილეობა აუკრძალეს. გამოსვლისას მან პროკურორისა და მოწმის მისამართით შეურაცხყოფელ სიტყვებს ყვიროდა, საპასუხოდ მოწმემ სასამართლოს საკანის მიმართულებით ხმის ჩამწერი მიკროფონი ისროლა.


ბადრაგს და უსაფრთხოების თანამშრომლებს წესრიგის აღდგენა მოუწიათ, თუმცა სასამართლო სხდომა შეჩერდა და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ გაგრძელდა, როდესაც დარბაზში მყოფები როგორღაც დაწყნარდნენ.



ყურადღება! ვიდეოში ისმის არანორმატიული ლექსიკა.




1
167
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
167
  
2023, 10 თებერვალი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1