კონფლიქტები სამხედრო-საზღვაო ომი იწყება 2023, 26 მაისი, 7:32 დრედნოუტების შეჯიბრება 1914 წლის ზაფხულში ბრიტანელი და გერმანელი სამხედრო-საზღვაო ფლოტების მეთაურები არ მოელოდნენ, რომ ერთმანეთთან ბრძოლა მოუწევდათ. ისინი ფიქრობდნენ. ისინი ფიქრობდნენ, ომი რომც დაწყებულიყო, ძირითადად, ხმელეთზე წარიმართებოდა და რამდენიმე კვირაში დასრულდებოდა . მოუხედავად ამისა, ორივე მხარე დიდი კონფლიქტისთვის ემზადებოდა . გერმანელებს ჰქონდათ ბაზა ცინგტაოში ჩინეთში . იგი ორი მძიმე და სამი მსუბუქი კრეისერისაგან შედგებოდა. კარიბის ზღვაში გერმანელებს ორი მსუბუქი კრეისერი ჰყავდათ. გერმანულ აღმოსავლეთ აფრიკაში მათ ერთ-ერთი თანამედროვე კრეისერი ჰყავდათ, ხმელთაშუა ზღვაში კი - ორი . ძირითადად გერმანული ძალა - “ ღია ზღვების ფლოტი " - განლაგებული იყო გერმანიაში . ისხშედგებოდა 15 დრედნოუტის ტიპის საბრძოლო ხომალდისაგან, 32 მოძველებული საბრძოლო ხომალდისაგან , 4 საბრძოკო კრეისერისაგან, 9 მძიმე და 14 მსუბუქი კრეისერისაგან, 60 გამანადგურებლისა და სხვადასხვა სპეციალიზებული ხომალდისაგან . ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალები თითმის 2 ჯერ აღემატებოდნენ გერმანელებისას .თუმცა თავიანთი სავაჭრო გემების დაცვის მიზნით ისინი გაფანტული იყვნენ მსოფლიო წყლებში . 1914 წლის ივლისის ბოლო კვირას ბრიტანეთის საადმირალოს პირველი ლორდი მიხვდა რომ, ომი საცაა დაიწყებოდა . მან სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მობილიზება მოახდინა და “ გრანდ ფლოტის " ხომალდები ჩრდილოეთ ზღვაში საბრძოლო პოზიციების დასაკავებლად გაგზავნა . გრანდ ფლოტმა წარმატებით გააცილა პირადი შემადგენლობის გემები, რომელთაც ბრიტანეთის საექსპედიციო ძალები საფრანგეთში გადაჰყავდა. შემდეგ ჩერჩილმა და მისმა უფროსმა ადმირალმა, ბატენბერგის პრინცმა, ლუისმა, თავდასხმითი სვლები დაგეგმეს . 28 აგვისტოს ორი მსუბუქი კრეისერი და რამდენიმე გამანადგურებელი გერმანელთა ხომალდებზე შესატევად ჰელიგოლანდ ბაიტში გაიგზავნა . მათ მხარს უჭერდა საბრძოლო კრეისერების ესკადა, რომელსაც ადმირალი დევიდ ბიტი მეთაურობდა . ჰელოგილანდ ბაიტში ორ ბრიტანულ კრეისერს ექვსი გერმანული კრეისერი დახვდა . ბიტმა სამი გერმანული გემი ჩაძირა.დანარჩენები ნისლმა დაფარა . 22 სექტემბერს გერმანულმა წყალქვეშა გემმა გერმან U9- მ, რომელსაც ლეიტენანტი ოტო ვედიგენი მეთაურობდა, ჰუკში - ჰოლანდიაში - სამი ბრიტანული კრეისერი დააფიქსირა .25 წუთზე ნაკლებ დროში გერმანელებმა სამივე ზომალდი ტორპედოებით ჩაძირეს . 93 შეფასება არ არის
|