კონფლიქტები ,, ეს იყო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ " ვის ადანაშაულებს ედუარდ შევარდნაძე არეულობაში 2019, 2 მაისი, 22:05 ჩვენი საუბარი შეწყვიტა სარაკეტო სროლის ქუხილმა. ჩემმა თანამოსაუბრეებმა ერთმანეთს გადახედეს.
თქვენები შრომობენ, თქვა პოლკის მეთაურმა. ჩვენ გვესვრიან.
ეს მართალი იყო, ქართული მხრიდან ისროდნენ. ვიღაცამ, ჩემს თანამემამულეთაგან ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჩემი პოლიტიკისადმი.
უკვე სამი დღის შემდეგ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაირღვა. როცა ადამიანები ფრონტის ორივე მხარეს ასე დიდხანს ცხოვრობენ, სიძველის ატმოსფეროში, რომელიც გააღვივა ახლობლების სიკვდილმა, ქონების დაკარგვამ, მოიცავს ყველას. ჩვენ ველოდით ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიას. როცა სოფელ კეხვთან დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ოსი ლტოლვილების ავტობუსს. ეს აუტანელი საშინელება იყო. მკვლელობა კეხვთან ჩაეწერა ტერორისტულ მოქმედებათა, სკოლის დაწვის, რკინიგზის ხიდების აფეთქების, მძევლების აყვანის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გრძელ რიგში. ეს იყო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, და ისინი ვინც ეს ომი წამოიწყო მოქმედებდნენ ჩვენთვის მტრულ გარეშე ძალასთან ერთად. მკვლელებმა ჩაშალეს ზავი ცხინვალში, მეორე დღეს შეწყდა გაზის მიწოდება. ყველაფერ ამას ისიც დაემატა რომ დამირეკა ჩემმა“ კეთილმა მეგობარმა " გენერალ ალექსანდრ რუცკოიმ რუსეთის ვიცე პრეზიდენტმა და დამემუქრა:“ მე ავაფრენ ჰაერში ესკადრელიებს და დავბომბავ თბილისს." და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყო. ჩვენი სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, 26 მაისს დაგეგმილი იყო ექსპრეზიდენტის მომხრეების შეიარაღებული გამოსვლები. 544 1-ს მოსწონს
|