x
image
Teklamaisuraze
რომან ზოიძე, შინდისის გმირი, სიტყვები ზედმეტია

რომან ზოიძე

კაპრალი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი. 2008 წლის გმირი.

1988- 2008

შეიძლება ფილმი გეგონოთ, ან რაინდობის დროინდელი ამბავი. მართლა რთულია დაჯერება, რომ ეს დღეს მოხდა...


image


20 წელი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ფეხსა და მკლავში დაჭრილს, უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამებრძოლები ჰოსპიტალისკენ მიგყავდეს. როცა 3 დაჭრილი მებრძოლი სამშვიდობოს გამოიყვანა, რომან ზოიძე ექიმებს არ დაემორჩილა და უკან... ცხელი წერტილისკენ გასწია. დღეს სამივე ქართველი ცოცხალია და ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება გმირი, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა.

ქართულმა შენაერთებმა უკან დახევა დაიწყეს, რომანი და მისი თანამებრძოლები, ჯერ შინდისში, ეკლესიასთან შეჩერდნენ, შემდეგ კი მატარებლის რელსებს მეორე სოფლისკენ გაუყვნენ.

თურმე წინ ქართული დროშებით შენიღბული რუსული ჩასაფრება ელოდათ... მოულოდნელი აღმოჩნდა ბიჭებისთვის მშობლიურ დროშებს მიღმა მტრის ტყვიამფრქვევის აღმოჩენა.

ალყაში მოქცეულებს რესურსი მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთს ეყოთ. რუსები ისე უცბად გადმოვიდნენ შეტევაზე, რომ ვეღარც შეტყობინების გადაცემა ვერ მოასწრეს და დერეფნის გარეშე დარჩნენ.

image

70 მ. ის რადიუსში მიმდინარეობდა ორმხრივი ბრძოლა. მტერი ძალიან ბევრი იყო. 17 მა ბიჭმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწია რუსებს, რომ მათი მანქანების კოლონამ, როგორღაც უკან დაიხია. და სხვა გზით წავიდა. 17 მა ბიჭმა მაშინ, რამდენიმე ქართული ასეული გადაარჩინა.

ამ ამბის მომსწრე რუსი ოფიცერი, საშა დროზდოვი, დღემდე გაკვირვებული ყვება თურმე ამ ამბავს.

ალყაში საბოლოოდ ორნი დარჩნენ. რომანი და მისი ნათლია - ალექსანდრე ონიანი.

რომანი კიდევ დაჭრილა. არტერიაში მოხვედრია ანასხლეტი და სისხლისგან იცლებოდა. ალექსანდრე საერთოდ უვნებელი იყო გადარჩენილი. თუმცა რომანი არ მიუტოვებია. ეხვეწებოდა ნათლული... მე მაინც ვეღარ გადავრჩები და შენ მაინც გააღწიე, რომ შემდეგ საფლავზე ჩემი სადღეგრძელო თქვაო. მაგრამ ისინი ბოლომდე ერთად დარჩნენ.

მუხლებზე იდგნენ და მამაო ჩვენოს ამბობდნენ . ორი გააქტიურებული ყუმბარა ფეხებს შორის ჰქონდათ დამალული. რუსები მოიტყუეს, ვითომ ხელაწეულები ბარდებოდნენ მტერს. და როდესაც მათ სიახლოვეს მტრის რაოდენობამ იმატა ყუმბარები გაიხსნა.

300 მ. რადიუსით გაიშალა ანასხლეტი და 48 რუსის ჯარისკაცი დააზიანა. აქედან 35 დაიღუპა.


image

14 აგვისტოს გაიგო ოჯახმა ეს უბედურება... ბოლომდე ეგონათ, რომ სენაკის ტყეში იყო... შინდისის გმირები უწმინდესის დახმარებით გადმოასვენეს. რომანის გარდაცვალების ამბავს ყვებიან მისი თანამებრძოლები, ცანავა, კალმახელიძე და ჩიტიძე შეესწრნენ. ისინი დაჭრილები იყვნენ მის შორიახლოს, ჰოსპიტალში გააცოცხლეს. შინდისის ტრაგედიას მხოლოდ ისინი გადაურჩნენ. დღეს ბიჭები ყვებიან ისტორიას.

ისინი იდგნენ იქ, სადაც გმირები ერთხელ და სამუდამოდ დგებიან. - საქართველოს სადარაჯოზე.

image

5
136
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
136
  
2019, 19 ივნისი, 16:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Teklamaisuraze-ის კომენტარზე
2019, 18 ივნისი, 19:49
ვაახ, რადგან ნებართვა მომეცით ახლა მაგაზე დავწერ
2019, 18 ივნისი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Teklamaisuraze-ის კომენტარზე
2019, 18 ივნისი, 11:36
მაგრამ, არავინ კითხულობს
2019, 18 ივნისი, 8:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5