x
image
თამილა გურაშვილი
ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის ფონზე ჩვენს პლანეტაზე საშინელი კატაკლიზმები ფიქსირდება

image
ჩვენი პლანეტის ზოგიერთ მხარეში, 24 მაისს, დაფიქსირდა არაერთი საშიში სტიქიური უბედურება, რომელიც გამოიხატება ვულკანური ამოფრქვევისა და მძვინვარე ტაიფუნების სახით. ამავდროულად, კატასტროფები დაიწყო ბოლო დროის ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის ფონზე.




OTR არხის ცნობით, მზის აფეთქების შემდეგ ჩვენს პლანეტაზე რამდენიმე ვულკანმა გაიღვიძა: საკურაჯიმა იაპონიაში, მერაპი ინდონეზიაში და პოპოკატეპეტლი მექსიკაში. ამავდროულად, ამ უკანასკნელის ამოფრქვევამ შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე ქალაქის მცხოვრებთა ევაკუაცია.




მაგნიტური ქარიშხლის ფონზე ასევე წარმოიქმნა სუპერტაიფუნი, სახელად "მავარი" რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ამერიკულ კუნძულ გუამს. უცხოელი ექსპერტების აზრით, ქარიშხალმა შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს.


შეგახსენებთ, რომ გუშინ მზის ძლიერი აფეთქება მოხდა. მისი პიკი 24 მაისს დადგა.

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0