საზოგადოება როგორ ძალადობს მამა და ბიძა მეშვიდეკლასელ გოგონაზე 2023, 24 მაისი, 17:07 როგორც ერიხ ფრომი აღნიშნავდა, საზოგადოებაში, სადაც სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში მკვეთრი ცვლილებებია, ანომიის მდგომარეობაა ან ხანგრძლივი კრიზისია, ნოყიერი ნიადაგი იქმნება სოციალური ხასიათის ავტორიტარული და დესტრუქციული რეპროდუცირებისთვის. დღეს, როცა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში კრიზისია, აგრესიულობის მომატებულია გამოიწვია და კათარზისის (აგრესიის გამოთავისუფლების) ოიბიექტები ხშირად ოჯახის წევრებიო ხდებიან. რაც, შესაძლია, მათი ცხოვრების ჩვეულ სტილად ჩამოყალიბდეს. ბოლო დეის არასრულწლოვნებზე ოჯახური ძალადობების ფაქტები მომრავლდა. სულ ახლახან 13 წლის მოზარდი მამას და ბიძას სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს. მძიმე დაზიანებები ფეხებზე, ხელებზე და მთელს სხეულზე. მეშვიდე კლასელი გოგონა ამტკიცებს, რომ ის ოჯახის წევრებმა სასტიკად სცემეს. პოლიციამ ძალადობაში მხილებული მამაკაცები პოლიციაში გადაიყვანა. როგორც დედა აცხადებს, მამამ და ბიძამ აიძულეს ბავშვი სოციალურ მუშაკთან ეთქვა ყველაფერი საპირისპიროდ, რომ დედა ავიწროებს და ძალადობს მასზე. დედა ამტკიცებს, რომ ძალადობის შესახებ ყველაფერი იცოდა კლასის დამრიგებელმა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. "დამრიგებელი, არც კი დაინტერესდა ჩემი შვილის ამბით, მაშინ, როცა ყველა პოლიციაში იყო, ის ამ დროს რეკავს ერთ-ერთ ბავშვთან, რომელიც მთავარი მოწმეა და ეუბნება, რომ თუ პოლიცია მოვა და მოითხოვს შენს დაკითხვას იტყვი, რომ არც არაფერი მომხდარა ისეთი ყველაფერი მოიტყუილა", - განაცხადა დედამ. 258 4-ს მოსწონს |
თუ ოდესმე გვინდა,რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში და ადამიანები არ იყვნენ "ქვევრის" ფუნქციის შემსრულებლებ,მაშინ განათლების სისტემა დასაშლელია და თავიდან ასაწყობი. უპირველესად,სკოლების დიდი ნაწილი უნდა გადავიდეს კერძო მფლობელობაში და უნდა იყოს ფასიანი. თუ ადამიანს არ ექნება შესაძლებლობა,მაშინ მას უნდა მიეცეს ვაუჩერი(ვაუჩერი უნდა გაიცეს მოსწავლეზე და არა სკოლაზე) და ასე შეძლებს სწავლას,ამოარჩევს მისთვის სასურველ სკოლას და ისწავლის. ვაუჩერის სისტემა მუდმივი ვერ იქნება,რადგან ასე კორუფციის წყარო გახდება,რასაც ვერ გავექცევით. ეს დროებითი ღონისძიება უნდა იყოს,რათა სკოლებმა ფულის დაგროვება შეძლონ და მათი რეინვესტირება. შესაძლებელია ვაუჩერის მოსწრებაზე მიბმა,თუმცა დიდი ხარჯის ამბავი იქნება და ვერ გააკეთებ მუდმივად. უნდა იყოს სახელმწიფო სკოლებიც,სადაც კერძო სკოლიდან გამოყრილები ისწავლია,რაღაც რო იცოდნენ მაინც. სანამ სახელმწიფოზე ჩამოკიდებული იქნება სკოლა,მასწავლებელი კოორდინატორი იქნება და საარჩევნო კომისიის წევრი,არაფერი ეშველება განათლების სისტემას.