x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
7 საინტერესო ფაქტი ქალთა დუელების შესახებ, რომლებიც ხანდახან უფრო სასტიკი იყო, ვიდრე მამაკაცების დუელი

image
ქალებს შორის დუელები, მართალია, უფრო იშვიათი, მაგრამ ბევრად უფრო სასტიკი იყო, ვიდრე მამაკაცების - მათი უმეტესობა სრულდებოდა არა "პირველი სისხლით", არამედ ფატალური შედეგით. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ქალების დუელების შესახებ:

1. პირველი დოკუმენტირებული დუელი ქალებს შორის იყო 1571 წლის 27 მაისს. წმ. ბენედიქტეს მილანის მონასტრის მატიანეში, ეს დღე აღინიშნა ორი კეთილშობილი სენიორიტას მოსვლით, რომლებმაც აბასს სთხოვეს ოთახი ერთობლივი ლოცვისთვის. ოთახში ჩაკეტილმა ქალებმა ხანჯლებით დუელი გამართეს. როცა ოთახში ხმაურით შეშინებული მონაზვნები შეიჭრნენ, მათ წინაშე საშინელი სურათი დახვდათ: ორი სისხლიანი ქალბატონი იწვა იატაკზე, რომელთაგან ერთი მკვდარი იყო, მეორე კი კვდებოდა.image

2. ლეგენდის თანახმად, 1642 წელს გაიმართა დუელი მომავალი კარდინალის, ჰერცოგი რიშელიეს გამო - - მარკიზ დე ნესლესა და გრაფინია დე პოლინიაკს შორის. ქალბატონები ბუა დე ბულონში ხმლებით იბრძოდნენ ჰერცოგის კეთილგანწყობისთვის - ყოველ შემთხვევაში, ასე აღწერა რიშელიემ თავის ჩანაწერებში ეს შემთხვევა. დუელი გრაფინიას გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე ყურში დაჭრა. ეს დუელი არ იყო რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ რიშელიეს წყალობით, რომლის ჩანაწერებში აღნიშნულია ეს შემთხვევა და თავად დუელისტების მოგონებები, მან კვალი დატოვა ისტორიაში.image


3. მე-17 საუკუნის შუა ხანებში საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში ქალთა დუელები უფრო და უფრო ხშირად იმართებოდა. ხმლებით ან პისტოლეტებით ბრძოლა 10-დან 8 შემთხვევაში სიკვდილით სრულდებოდა (შედარებისთვის, მამაკაცთა დუელებში - 10-დან 4).

4. ქალბატონები განსაკუთრებული სისასტიკით იბრძოდნენ - ხმლის წვერებს ასველებდნენ შხამით ან სპეციალური ნაერთით, რომელიც იწვევდა წვას და ტკივილს ნებისმიერი შეხებისას, იარაღიდან ისროდნენ მანამ, სანამ ერთ-ერთი მათგანი არ მოკვდებოდა ან მძიმედ დაიჭრებოდა. როგორც წესი, ქალბატონები წელს ზევით შიშვლები იბრძოდნენ- ჯერ ერთი, კაბები მოძრაობას აფერხებდა და მეორეც, საშიშად ითვლებოდა ქსოვილის ნაჭრების ჭრილობებში მოხვედრა.

5. ქალთა დუელები ფართოდ იყო გავრცელებული საფრანგეთში, რუსეთში კი მე-18-19 საუკუნეებში საკმაოდ ხშირად ხდებოდა. რუსული ბუმი ქალთა დუელებში დაიწყო ეკატერინე II-ის ტახტზე ასვლით, რომელიც ახალგაზრდობაში ხმლებით იბრძოდა თავის მეორე ბიძაშვილთან. მხოლოდ 1765 წელს გაიმართა 20 ქალთა დუელი.image


6. მე-19 საუკუნეში ქალთა სალონები იქცა ქალთა ბრძოლების ასპარეზად. ვოსტროუხოვას სალონში 1823 წელს გაიმართა 17 დუელი. ფრანგი ქალის მარკიზ დე მორტენეის მოგონებების თანახმად, რომელიც ამ ბრძოლების მოწმე იყო, წერდა „რუს ქალბატონებს უყვართ იარაღის დახმარებით ყველაფრის დალაგება. მათ დუელებს არავითარი მადლი არ აქვთ, რაც ფრანგ ქალებში შეიმჩნევა, არამედ მხოლოდ ბრმა მრისხანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მეტოქის განადგურებას."

7. ყველაზე სასტიკი დუელები ქალებს შორის ეჭვიანობის ნიადგზე იმართებოდა კაცების გამო ქალბატონები იბრძოდნენ პისტოლეტებით, ხმლებით, დანებით და ლურსმნებითაც კი! ბრძოლა წესების გარეშე. image


0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0