x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
გერმანია აქტიურად განიხილავს უკრაინისათვის ზეზუსტი, შორი მოქმედების რაკეტების "TAURUS"-ის გადაცემას, რომელთა მოქმედების სიშორე 500 კილომეტრია
image
ბუნდესტაგში დაჩქარებული წესით განიხილება შორი მოქმედების გერმანულ-შვედური წარმოების რაკეტების მიწოდების აუცილებლობა.


საუბარია ფრთოსან რაკეტებზე "TAURUS".


ეს ფრთოსანი რაკეტები რომელიც "ჰაერი-მიწა" კლასისაა 500 კილომეტრ მანძილამდე მოქმედებს, რაც ბრიტანეთის მიერ მიწოდებული ფრთსოსანი რაკეტების "Storm Shadow"-ს ანალოგია, თუმცა ბევრად შორი რადიუსის მოქმედებით და ამასთან ერთად საგანგებო სისტემით, რომლის დახმარებითაც ფრთოსანი რაკეტა გვერდს უვლის მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებს, მიფრინავს მიწიდან მაქსიმუმ 30 მეტრის სიმაღლეზე და მოწინააღმდეგის საზენიტო საშუალებებისაგან თავის დასაცავად იყენებს რელიეფს ძალიან ჭკვიანურად, ყოველგვარი ოპერატორის ჩარევის გარეშე.


აღნიშნული რაკეტა მაქსიმალურ სიშორეზეც ინარჩუნებს მაქსიმალურ სიზუსტეს, მას შეუძლია წამატებით გაანადგუროს კარგად დაჯავშნული სამეთაურო პუნქტები, გაანადგუროს არსენალები, გაანადგუროს სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო კვანძები, სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდები და ასევე იერიში მიიტანოს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი სახის სამხედრო კოლონაზე ძალიან ეფექტურად.



რაკეტის გაშვება ხდება თვითმფრინავიდან, თან ისე რომ თვითმფრინავს რაკეტის გაშვების მომენტში არ უწევს მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების მოქმედების ზონებში არათუ შესვლა, არამედ მიახლოებაც კი, რაკეტის შორი რადიუსის მოქმედების გამო.



რაკეტის მთლიანი წონა 1400 კილოგრამია, საბრძოლო ქობინის წონა 480 კილოგრამია, რაც დამეთანხმებით ზემძლავრი აფეთქების წყალობით ძალიან ეფექტურია სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებლად.



0
112
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
112