x
image
თუთიკო ბერძენა
ყველაზე უკეთ რა გამოგვდის და რა შეგვიძლია ქართველებს?

ვინ ვართ ჩვენ?

image

როგორი ხალხი ვართ ქართველები?

ჩვენ:

ჩავეცით ზურგში მახვილი ვახტანგ გორგასალს.

გიორგი მერჩულე და შოთა რუსთაველი გადავხვეწეთ ( ტყუილად და არაფრის გამო საქართველოს არავინ ტოვებდა).

დავით გურამიშვილს მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია.

კრწანისის ომში მეფე ერეკლეს ვუღალატეთ.

მოვკალით ილია.

პოეზიის პრინცი ნიკოლოზ ბარათაშვილი განჯის მაზრაში კლერკად ვამუშავეთ, რადგან ვერ გავიგეთ და ვერ შევაფასეთ სიცოცხლეში მისი სულის ძახილი.

საქართველოს განძი გავიტაცეთ და გამოვჭამეთ, ბუნდღა არ დარჩებოდა, მისგან, რომ არა ექვთიმე.

ფიროსმანს შიმშილით ამოვაძვრეთ სული კიბის ქვეშ.
პოეზიის მეფე, გენია - გალაკტიონი თვითმკვლელობამდე მივიყვანეთ.

თვითმკვლელობით დავასრულებინეთ სიცოცხლე პაოლო იაშვილსაც ( კი, სტალინი და ბერია ქართველები იყვნენ)
ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი უსაფლავებოდ დავტოვეთ.
თვალები დავთხარეთ ევგენი მიქელაძეს.

ვაწამეთ და დავხვრიტეთ სანდრო ახმეტელი, გერონტი ქიქოძე, დიმიტრი შევარდნაძე, გიორგი ელიავა, ნიკოლო მიწიშვილი.

გავაქციეთ და სამშობლოს მონატრებაში ამოვაძვრეთ სული გრიგოლ რობაქიძეს.
მგლებს გაგვექცა გიორგი ნაფეტვარიძე,
ჩვენ დავაჭლექეთ ლადო ასათიანი.
მოვკალით მერაბ კოსტავა.

მოვკალით ზვიად გამსახურდია.

ჩვენ!

პოსტკრიპტუმ: " მოყვარეს პირში უზრახე, მტერს პირს უკანაო"

კიდევ ბევრი გვაქვს "საამაყო".

ყველაზე უკეთ ღალატი გამოგვდის!
4
87
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
87
  
2023, 23 მაისი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 22:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4