კინო არასრულწლოვანი მსახიობები, რომლებმაც თამამ სცენებში ითამაშეს და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვეს 2023, 23 მაისი, 19:02 ცნობადობის გასაზრდელად და წარმატებული კარიერის გასაკეთებლად, ბევრი ახალგაზრდა მსახიობი საკმაოდ სახიფათო გზას ირჩევს. არასრულწლოვანი მსახიობები პოპულარობისთვის მზად არიან თამამ ან შოკისმომგვრელ სცენებშიც კი ითამაშონ. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ მსახიობებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც პატარა ასაკის მიუხედავად მონაწილეობა საკმაოდ თამამ სცენებში მიიღეს და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვეს.ნატალი პორტმანინატალი პორტმანის სადებიუტო როლი "ლეონში" შეიცავდა მოწევას და ძალადობრივ სცენებს. 11 წლის მსახიობის მშობლები ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ლუკ ბესონმა მათი დაყოლიება შთამბეჭდავი ჰონორარის საშუალებით შეძლო. ფილმში ასევე არის საკამათო მომენტებიც, როგორიცაა მინიშნება მატილდასა და ქილერ ლეონს შორის ახლო ურთიერთობის შესახებ.სკარლეტ იოჰანსონისკარლეტმა მონაწილეობა მიიღო ძმებ კოენების შავ-თეთრ ფილმში "ადამიანი, რომელიც არ არსებობდა". მსახიობი, რომელიც გადაღების მომენტში 15 წლის იყო თინეიჯერი გოგონას როლს ასრულებდა. ნეო - ნუარის ჟანრის ფილმში არის ერთი ძალიან თამამი ეპიზოდი, როდესაც სკარლეტ იოჰანსონის გმირი თავისი მეგობრის მამას მადლობას ძალიან პიკანტური ფორმით უხდის.ჯოდი ფოსტერირეჟისორ მარტინ სკორსეზეს დრამაში "ტაქსის მძღოლი" ჯოდი ფოსტერი მეძავის როლის შესრულებისას მხოლოდ 13 წლის იყო. მსახიობის თქმით, დედა შოკირებული იყო, როდესაც რეჟისორმა მას აირის სტისმას როლი შესთავაზა და ფილმში მის თამაშს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმა, რაც სკორსეზემ ის დაარწმუნა რომ მისი გოგონა როლისთვის შესაფერისი კანდიდატურა იყო. ფილმმა ჯოდი ფოსტერს "BAFTA"-ს ჯილდო და მსოფლიო აღიარება მოუტანა.დომინიკ სვეინიდომინიკ სვეინის კარიერამ კი, პირიქით, დაღმასვლა განიცადა. შეგახსენებთ, რომ გოგონამ ნაბოკოვის "ლოლიტაში" ითამაშა. ინტიმური სცენების გადაღებებისას მსახიობ ჯერემი აირონსსა და 15 წლის დომინიკს შორის ბალიშს ათავსებდნენ, ხოლო მეტისმეტად ინტიმურ სცენებში მის ნაცვლად დუბლიორი მონაწილეობდა, დომინიკ სვეინის სამსახიობო თამაშმა მაყურებელი ვერ აღაფრთოვანა, შესაბამისად, მისი არსებობის შესახებ რეჟისორებმაც მიივიწყეს.მილა იოვოვიჩიულამაზესი მილა იოვოვიჩი 15 წლის იყო, როდესაც ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" ლილის როლი ითამაშა, არასრულწლოვან მსახიობს პარტნიორობას ბრაიან კრაუზე უწევდა, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ 22 წლის გახლდათ.პენელოპე კრუსიპენელოპა კრუსმა 16 წლის ასაკში ცნობილი ესპანელი რეჟისორის ბიგას ლუნას ფილმში - "ლორი, ლორი" მეძავის ქალიშვილის - სილვიას როლი ითამაშა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ როლით შედგა მომხიბვლელი ესპანელი მსახიობის წარმატებული დებიუტი კინოში. როგორც ცნობილია, ესპანელმა ლამაზმანმა პირველად სწორედ ზემოაღნიშნული ფილმის გადაღებებზე აღმოაჩინა თავისი ერთადერთი და მარადიული სიყვარული ხავიერ ბარდემიც, რომელთანაც ვარსკვლავი დღემდე ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.
|