x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134783
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509135
10 გასაოცარი ფაქტი, რომელიც ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ
სამყარო რომ საოცარია, ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუმცა საოცარია არამხოლოდ ბუნების მიერ შექმნილი საგნები, არამედ ადამიანის ქმედებათა შედეგებიც. ამ სტატიაში ჩვენ სწორედ მსგავს საოცრებებზე ვისაუბრებთ:


საოცრება


1. სამყაროში მხოლოდ ორი ტერიტორიაა, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის: მარი ბირდის მიწა, რომელიც ანტარქტიკაში მდებარეობს და ბირ ტავილი - რეგიონი, რომელიც ეგვიპტეს და სუდანს შორის არის მოქცეული.


2. ”კაკისტოკრატია” ეწოდება სახელმწიფო მმართველობის ფორმას, როცა ქვეყანა გაუნათლებელი და დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ იმართება (როგორც ეს ხდება მაგ. დღეს საქართველოს შემთხვევაში).



3. მსოფლიო ჟანგბადის 70 %-ს წყალმცენარეები აწარმოებენ.


4. იმ ფრანგ ქალებს, რომლებსაც 1939-1945 წლებში ურთიერთობა ჰქონდათ გერმანელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებთან, ომის შემდგომ თმები გადაპარსეს, რათა ყველას დაენახა, რომ ისინი სამშობლოს მოღალატეები იყვნენ.


საოცრება


5. ერთ-ერთი კვლევის თანახმად მამაკაცები უმაკიაჟო ქალებს უფრო ლამაზებად მიიჩნევენ, ვიდრე მაკიაჟიანებს.


6. ძაღლს ადამიანზე 10, 000-ჯერ უფრო მძაფრი ყნოსვა აქვს.


საოცრება


7. კოპი ლუვაკი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ყავაა. მას კატებს აჭმევენ, რომლებიც მარცვლებში არსებულ მწარე ნოვთიერებას საკუთარ კუჭში გადაამუშავებენ და აქრობენ. კატების დეფეკაციის შემდეგ მწარმოებლები ამ მარცვლებს აგროვებენ და ყიდიან.


8. დუბროვკის თეატრში 2002 წელს ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს, რის შემდეგაც რუსეთის სპეცდანაყოფებმა მათი გათავისუფლების მიზნით კარფენტანილი გამოიყენეს, რაც სპილოების საანესთეზიო საშუალებაა. შედეგად 125 მძევალი ადგილზე დაიღუპა.


9. 1975 წელს, მოსკოვში, სოკოლნიკების სტადიონზე ერთ-ერთმა კანადურმა ახალგაზრდულმა გუნდმა სპონსორის მიერ ნაჩუქარი საღეჭი რეზინები უფასოდ დაარიგა. უეცრად წარმოქმნილ საშინელ ჭყლეტაში 21 ადამიანი მომენტალურად დაიღუპა.


10. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატებს ძილში ტვინის ისეთივე აქტიურობა აღენიშნებოდათ, როგორიც ადამიანებს. აქედან მათ დაასკვნეს, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სიზმრებს ხედავენ.

3
505
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
505
  
2023, 25 მაისი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3