სხვა დიანა ღურწკაიას ქმარი მოუკვდა 22 მაისი, 9:52 კუჩერენკო, რომელიც რუსეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნებისას თვითმფრინავში გახდა ცუდად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პიოტრ კუჩერენკომ თვითმფრინავში, რომლითაც დელეგაცია ბრუნდებოდა, თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილზე, კერძოდ მინერალურ წყლებში დაეშვა იმისთვის, რომ კუჩერენკოსთვის დახმარება აღმოეჩინათ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზს სამინისტროს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ. პიოტ კუჩერენკო რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ 2021 წელს დაინიშნა. რუსი ჩინოვნიკი პიოტრ კურეჩენკო 2005 წელს დაქორწინდა ქართული წარმოშობის უსინათლო მომღერალზე-დიანა ღურწკაიაზე, წყვილს ორი წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი. 75 2-ს მოსწონს
|