x
3 ძალიან საინტერესო ფაქტი იმერეთზე

3 ძალიან საინტერესო ფაქტი იმერეთზე


1.იმერეთის მხარე დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის, იმერეთის ტერიტორიას მოიცავს. იმერეთი უძველესი კულტურის მქონე მხარეა. იგი ასევე ულამაზესი და მრავალფეროვანი ბუნებითაც გამოირჩევა. ძველი კოლხეთის დიდების ნაშთები, ტაძრები, ჩანჩქერები, მისტიური ხვამლის მთა თუ მრავალრიცხოვანი მღვიმეები ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებენ.


2.იმერეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანიდან (პალეოლითი - უძველესი დროიდან ძვ.. 12000-მდე) დასტურდება. ძვ.წ. XIII საუკუნეში აქ კოლხურ ტომთა დიდი გაერთიანება არსებობდა. მოგვიანებით კი ადრინდლი კლასობრივი ქართული სახელმწიფო, კოლხა შეიქმნა. კოლხას დაცემის შემდეგ დასავლეთ საქართველოში კოლხეთის სამეფო გაჩნდა, რომლის დედაქალაქადაც, ანტიკური ავტორების მიხედვით, ქუთაისი მიიჩნევა. კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო დღევანდელი იმერეთის ტერიტორია. I საუკუნეში კი კოლხეთის სამეფოს ადგილას ახალი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეული, ეგრისის სამეფო (ლაზიკა) წარმოიქმნა, რომელიც მალევე რომის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. ეგრისის სამეფო ბერძნებისა და სპარსელების დაპირისპირების ობიექტიც იყო. XIII საუკუნის დასაწყისში ეგრისში არაბმა სარდალმა, მურვან ყრუმ ილაშქრა და დაარბია. მომდევნო პერიოდში კი იმერეთი საქართველოს ცხოვრების ცენტრში მოექცა და ქუთაისი ჯერ დასავლეთ საქართველოს, შემდეგ კი სრულიად საქართველოს დედაქალაქი გახდა. იმერეთის ოქროს ხანად X-XII საუკუნეები ითვლება. სწორედ ამ პერიოდში აშენდა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნიუშები. XV საუკუნეში, საქართველოს ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდეგ, იმერეთი ცალკე ფეოდალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად იმერეთის სამეფო დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მას ჩამოშორდა ოდიშის, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. იმერეთის სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. ქუთასმა მრავალი აღმავლობა განიცადა, თუმცა ის თავისი სიმდიდრის და სტრატეგიული მდებარეობის გამო დარბეულიც ხშირად ყოფილა. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს. საბჭოთა პერიოდში კი ის იყო ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო ცენტრი. დღევანდელი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ იმერეთს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი აქვს.


3.იმერეთი დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით მდინარე ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. რეგიონს ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი, სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი. კარგად გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრები რეგიონს ფიზიკურ-გეოგრაფიულ განკერძოებულობას ანიჭებს. იმერეთის ტერიტორიაზე ყველა ლანდშაფტური სარტყელი გვხვდება – ნოტიო სუბტროპიკებიდან დაწყებული, ალპური მდელოებით დამთავრებული. რეგიონის შემადგენლობაში შედის შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქუთაისი. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთი საქართველოს სხვა მხარეებს უკავშირდება შემდეგი უღელტეხილებით: რაჭას – ნაქერალას (1235მ) და შქმერის; ქართლს – რიკოთისა (999 მ) და სურამის (947 მ); მესხეთს – ზეკარის (2178 მ). ეს მხარე მდიდარია შიდა წყლებით. მთავარ ტრანზიტული მდინარეებია რიონი და ცხენისწყალი. იმერეთის ტერიტორიაზე გამავალი მდინარეებია: ძირულა, ჩხერიმელა, ყვირილა, რიკოთულა და სხვა.
იმერეთის დაბლობი კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს და იგი ზღვის ნოტიო, სუბტროპუკული კლიმატის ოლქში მდებარეობს. აქ იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11-15℃. საშუალო და მაღალმთიანი ზონისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივზამთრიანი და გრილზაფხულიანი კლიმატი.

0
57
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0