საზოგადოება "ამ კვირაში ორი ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს" - მიხეილ ცაგარელი 2022, 31 იანვარი, 8:49 "ამ კვირაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს, ეს არის პირველი რიცხვი-აღმოსავლური კალენდრით ვეფხვის წყლის სტიქიის დაწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოდის ახალი ენერგია, ახალი შესაძლებლობები, პანდემიის გაქრობის ტენდეციები და სხვა სასიკეთო ცვლილებები. კარგი იქნება, თუ ჩვენ შევხვდებით ვეფხვის სტიქიას დილის 9:45 საათზე, ავიღოთ ჭიქა და მივულოცოთ ერთმანეთს, სრულიად საქართველოს ახალი წლის დაწყება და ვუსურვოთ ერთმანეთს ყოველივე კარგი.ამასთან ერთად 1 რიცხვი არის ახალმთვარეობა.ვეფხვის წელიწადის დასაწყისი სწორედ ამ დროს შემოდის. ახალმთვარეობა მეტად მძიმე ენერგეტიკული დღეა და საჭიროა გავიაროთ იგი მშვიდად, კეთილგანწყობით და ოპტიმისტურად. შეგიძლიათ დაისახოთ მიზნები, მაგრამ არ დაიწყოთ განხორციელება. ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას, ჩვენ უფრო მეტად უნდა გამოვავლინოთ კეთილგანწყობა და სიყვარული ერთმანეთისადმი, ამბობენ როგორც შეხვდები ახალმთვარეობას ისე გაგრძელდება შემდეგი ერთი თვეო. 4 იანვარს პლანეტა მერკური, კომუნიკაციის, ინტელექტის, იდეების მმართველი პლანეტა, რომელიც იყო უკუმავალი ხდება დირექტული, ანუ ასწორებს თავის მიმართულებას.რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუწყობს ახალი იდეების დაბადებას, ახალი ურთიერთობების დამყარებას და საჭირო ინფორმაციის მიღებას", - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 121 1-ს მოსწონს
|