არქიტექტურა სად არის ყველაზე არაპრაქტიკული და უცნაური სტადიონი მსოფლიოში? 19 მაისი, 18:58 ![]() Mmabatho Stadium მდებარეობს სამხრეთ აფრიკის ქალაქ მაფიკენგში, ბოტსვანასთან საზღვართან. ის ქვეყნაში სიდიდით მეხუთე სტადიონია და 59000 მაყურებელს იტევს. იგი აშენდა 1981 წელს, აპარტეიდის ეპოქაში, მთავრობის მაშინდელი მეთაურის ლუკას მანგოპეს ბრძანებით. სტადიონი დააპროექა ებრაელმა არქიტექტორმა ისრაელ გუდოვიჩმა და ინჟინერმა ბენ აბრაამმა და დღემდე სამარცხვინოდ ითვლება. ინჟინრებმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სტადიონის დიზაინის თითქმის ყველა ძირითად პრინციპს, მაგრამ ამის მიუხედავად, მშენებლობა მთელი დატვირთვით მიმდინარეობდა. ![]() ყველაზე მეტი კითხვები ჩნდება მაღლა მდგომ ტრიბუნებზე, რომლებიც მიმართულია არა მინდორისკენ, არამედ სხვა ტრინუნებისკენ. თამაშს ნორმალურად რომ უყუროს მაყურებელი იძულებულია გვერდულად გაიხედოს. მსგავსი უხერხულობა სტადიონის გახსნისთანავე დაიწყო. გარდა ამისა, სტადიონზე მოუხერხებლად არის განთავსებული კიბეები. მრავალი მიზეზის გამო, დღესდღეობით იგი იშვიათად გამოიყენება, მხოლოდ საქველმოქმედო საფეხბურთის მატჩებისთვის ან ადგილობრივი სამხრეთ აფრიკული კლუბებისთვის ![]() – 374 2-ს მოსწონს
|