x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ იყო კაცი, რომლის გმირობაც მსოფლიომ მხოლოდ 50 წლის შემდეგ შეიტყო, ისიც შემთხვევითობის წყალობით
image

დღეს 19 მაისს (1901 წ.) დაიბადა ებრაული წარმოშობის ბრიტანელი ჰუმანისტი, სერ ნიკოლას უინტონი, რომლის საოცარი გმირობის შესახებ მსოფლიომ მთელი ნახევარი საუკუნე არაფერი არ იცოდა და მის შესახებ მხოლოდ მისი ცოლის წყალობით შეიტყო, რომელმაც აღმოაჩინა 1939 წლის დათარიღებული უბის წიგნაკი.




უინტონი დაიბადა გერმანელი ებრაელების ოჯახში, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ ბრიტანეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისითანავე მან მიზნად დაისახა ბავშვების გადარჩენა, რომლებსაც საკონცენტრაციო ბანაკი ელოდებოდათ, უინტონი ჯამში დაეხმარა 669 ბავშვს გადარჩენაში, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო.


ჩეხოსლოვაკიაში ხანმოკლე ვიზიტის დროს მან შეადგინა იმ ბავშვების სია, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ. ბრიტანეთში დაბრუნებისას უინტონი მუშაობდა ბავშვების ბრიტანეთში ჩამოყვანის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და მათთვის ოჯახების, თუ სპონსორების მოძიებაზე, უინტონი სათითაოდ აღრიცხავდა ბავშვს, მათ სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და იმ ოჯახს, ვინც იშვილა.



უინტონი ამ საიდუმლოს ალბათ საფლავში წაიღებდა, რომ არა მისი მეუღლის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი წიგნაკი, სადაც თითოეული გადარჩენილი ბავშვის მონაცემები იყო შეყვანილი.



1988 წელს BBC-ის სატელევიზიო გადაცემაში "ესაა ცხოვრება!"გაიმართა სულისშემძვრელი შოუ, გადაცემაში მიწვეულმა ნიკოლას უინტონმა არ იცოდა, რომ მის გარშემო დარბაზში მსხდომი სტუმრები, მის მიერ გადარჩენილი ბავშვები იყვნენ, რომლებიც ფეხზე წამოუდგნენ გმირს, რომლის შესახებაც მსოფლიომ იმ წუთიდან შეიტყო.

image

ფოტოზე:ნიკოლას უინტონის ძეგლი პრაღის ვაგზალზე


ბრიტანულმა პრესამ მას ბრიტანელი ოსკარ შინდლერი შეარქვა". 2003 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ ნიკოლას უინტონს ნაცისტების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებისგან ბავშვების გადარჩენისათვის რაინდის წოდება მიანიჭა. 2014 წლის 28 ოქტომბერს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ნიკოლას უინტონი ჩეხეთის უმაღლესი, პირველი კლასის თეთრი ლომის ორდენით დააჯილდოვა. უინტონი 2015 წლის 1-ელ ივლისს 106 წლის ასაკში გარდაიცვალა.




ვიდეო -ფრაგმენტი BBC--ის გადაცემიდან "ესაა ცხოვრება"(That's Life")

3
606
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
606
  
2023, 27 მაისი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3