x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე იდიოტი ტერორისტი
image

1-ტერორიზმის მასწავლებელი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად აფეთქდა.


ბაღდადის ჩრდილოეთში ტერორიზმის ინსტრუქტორი უხსნიდა თავის მოწაფეებს, როგორ უნდა დამზადებინათ ბომბი, როდესაც მას მოულოდნელად ხელში აუფეთქდა ნაღმი, მასთან ერთად დაიღუპა 21 "მოწაფე", რომლებიც სირიიდან და ერაყიდან იყვნენ."ინსტრუქტორის" შეცდომა ის იყო, რომ ის ნამდვილი ბომბით უხსნიდა მოწაფეებს გაკვეთილს.



2-დიახ ეს მე ვარ, ფულს მომცემთ?-უნდა ვიფიქროთ, რომ თუ იმდენს მიაღწიე, რომ თალიბანის ერთ-ერთი რაზმის მეთაური ხარ, ოდნავ ინტელექტი მაინც უნდა გაგაჩნდეს, რასაც ვერ ვიტყვით მუჰამედ აშანზე(Mohammad Ashan)...გაიგო რა, რომ მის დაკავებაზე და მასზე ინფორმაციის მოწოდებაზე ფულადი ჯილდო იყო გამოცხადებული, 2012 წლის აპრილის თვეში მიუახლოვდა გვარდიელებს და განუცხადა:"დიახ ეს მე ვარ! შემიძლია ახლა ფულადი ჯილდო მივიღო?".თავიდან გვარდიელებს არ სჯეროდათ, რომ ასეთი ბრიყვი შესაძლოა ყოფილიყო აშანი, მაგრამ მალე ბიომეტრიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი ნამდვილად მუჰამედ აშანი იყო.


image


3-დანაღმულ ავტომობილით სეირნობდნენ-2014 წლის დასაწყისში 21 კაცისგან შემდგარი ტერორისტული ჯგუფი ქალაქ სამარაში(ქალაქი ერაყში, რუსეთის ანალოგიურ სახელწოდების ქალაქში არ აგერიოთ)გაემგზავრა დანაღმული ავტომობილით .


ავტომობილი უნდა დაეყენებინათ და შემდეგ უნდა აფეთქებულიყო ქალაქის ხალხმრავალ ადგილას...თუმცა ყოვლად გაუგებარია "ამ გენიოსებს" საიდან მოაფიქრდათ, რომ დანაღმული "სიკვდილის მანქანით" გადაადგილება უსაფრთხოა...მანქანა უდაბნოში აფეთქდა, ასე, რომ მარტო ტერორისტები შეიწირა.

image

4-ტერორისტები, რომლებმაც თავი სტატიკური ელექტრობის წყალობით აიფეთქეს-იემენელმა ტერორისტებმა სალმან ალ-თაეზიმ(Salman al-Taezi) და ვალიდ აშიბიმ(Walid Ashibi) გადაწყვიტეს რამდენიმე საელჩო აეფეთქებინათ საკუთარ ქვეყანაში.


მათი აზრით ამ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის საუკეთესო საშუალება რაკეტის გაშვება იყო.მათი გეგმა განხორცილდებოდა, რომ სცოდნოდათ ბევრი სამხედროსთვის ცნობილი(და არა მათთვის) სტატიკური ელექტრობის შესახებ(ელექტრული მუხტი).


სალმანმა და ვალიდმა რაკეტა კუბის საელჩოს დაუმიზნეს და გაშვებას აპირებდნენ, ამ დროს ვალიდმა ხალიჩაზე გაიარა და ფეხებით იმდენი ელექტრობა გამოიმუშავა, რომ რაკეტამ თავისით აიღო სტარტი. რაკეტა სალმანს მოხვდა და ადგილზე მოკლა, ხოლო ვალმანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.


სანამ რაკეტის გაშვებას გადაწყვეტდნენ კარგი იქნებოდა, ელემენტარული ფიზიკა შეესწავლათ, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.


image


5-ტერორისტები, რომლებიც თავის წვრთნებს ვიდეოზე იღებდნენ-ისლამურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა ტერორისტული აქტი განეხორცილებინათ ფორტ დიქსის (Fort Dix)სამხედრო ბაზაზე ნიუ-ჯერსიში, ისინი თავიანთ წვრთნებს ვიდეოზე იღებდნენ.


შემდეგ გადაღებული მასალა ერთ-ერთ ელექტრო მაღაზიაში მიიტანეს და მაღაზიის თანამშრომელს სთხოვეს ვიდეომატერიალის DVD-ზე ჩაწერა, თან იარაღს ათამაშებენდნენ და გაჰყვიროდნენ ჯიჰადზე და რომ ამერიკელების სიცოცხლე არაფრად ღირს.

მაღაზიის თანამშრომელი არც დეტექტივი იყო, არც სამხედრო მზვერავი, მაგრამ დიდი ჭკუა არ იყო საჭირო იმისთვის, რომ მიმხვდარიყო რას წარმოადგენდნენ ეს ვაჟბატონები.


მაღაზიის თანამშრომელმა პოლიციას გამოუძახა, მამაკაცები დააკავეს, ხოლო DVD-ზე ჩაწერილი მასალა მათთვის დამატებითი სამხილი გახდა.

image


0
392
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0