x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
12 ძალიან უცნაური რელიგია მსოფლიოში, რომელთა შესახებ ალბათ არც კი გსმენიათ

image
მსოფლიოში ყველა ერს აქვს თავისი რელიგია. ზოგი ქადაგებს ქრისტიანობას, ზოგი მუსლიმია, ზოგი ებრაელია, ზოგიერთს კი ბუდიზმისა და რეინკარნაციის სწამს. ყველა ეს რელიგია აღიარებულად ითვლება, მაგრამ არის ისეთებიც, რომელთა არსებობის დაჯერებაც კი რთულია. თქვენ ალბათ წარმოდგენაც არ გქონდათ, რომ სადმე მსოფლიოში არის მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია და ევთანაზიის ეკლესია, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ ჯედაიზმს და რაელიზმს.


1. რეალიზმი


ეს რელიგიური მოძრაობა დაარსდა 1974 წელს ყოფილმა ფრანგმა მრბოლელმა, სახელად კლოდ ვორილონმა (რომელმაც მიიღო სახელი რაელი). მის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების მეცნიერული ჩარევის შედეგია.image

2.
ყველა სამყაროს ეკლესია

ეს ნეო-წარმართული რელიგია დაარსდა 1962 წელს ობერონ ზენ-რავენჰართისა და მისი მეუღლის მორნინ გლორის მიერ, შთაგონებული ამავე სახელწოდების რელიგიით რობერტ ჰაინლეინის სამეცნიერო ფანტასტიკის რომანიდან “უცხო უცხოთა ქვეყანაში."

მისი პირველი მიმდევრები იყვნენ მეგობრებისა და თანამოაზრეების ჯგუფი კალიფორნიიდან.image

3. მფრინავი პასტის მონსტრის ეკლესია


ასევე ცნობილია როგორც პასტაფარიანიზმი. ეს სატირული რელიგია დაიბადა მისი დამფუძნებლის, ბობი ჰენდერსონის ღია წერილის შემდეგ, რომელიც კანზასის სახელმწიფო განათლების დეპარტამენტს გაუგზავნა. თავის წერილში ის მოითხოვდა, რომ მისი რელიგია ესწავლებინათ სკოლებში კრეაციონიზმთან და ევოლუციის თეორიასთან ერთად. პასტაფარიანიზმს ოფიციალური რელიგიური სტატუსი აქვს ნიდერლანდებსა და ახალ ზელანდიაში.image

4. აგჰორი


შესაძლოა, ინდუიზმის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი განშტოება, რომელიც დამოუკიდებელ კულტად იქცა მე-14 საუკუნეში. მისი რიტუალები მართლაც ძალიან შემარავია. კულტის მიმდევრები ცხოვრობენ სასაფლაოებთან და ჭამენ გვამების ხორცს. ისინი ასევე სვამენ ადამიანის თავის ქალებიდან და მედიტირებენ საფლავებზე განმანათლებლობის საძიებლად.image

5. განკითხვის დღის ტალღის ლაბორატორია


არის იაპონური რელიგიური მოძრაობა, რომელიც დაარსდა 1977 წელს. ის აერთიანებს ქრისტიანობის, ბუდიზმისა და ახალი ეიჯის დოქტრინის ელემენტებს. მოძრაობის მიმდევრები თვლიან, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები არის დამნაშავე თანამედროვე სამყაროს უსიამოვნებებში, რამაც სამყაროს აღსასრული უნდა გამოიწვიოს.image

6. სამყაროს ხალხი


ჩეხური უცხოპლანეტელების რელიგია, რომელიც დაარსდა 1990-იან წლებში ივო ბენდას მიერ, რომელიც ასევე ცნობილია არამიწიერი სახელით Ashtar. ბენდამ განაცხადა, რომ რამდენჯერმე შევიდა უშუალო კონტაქტში სხვა ცივილიზაციებთან, რამაც გამოიწვია მოძრაობის შექმნა. სამყაროს ხალხი ებრძვის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ნეგატიურ იდეებს, ავრცელებს სიყვარულს და პოზიტიურ ფლუიდებს.image

7. დისკორდიანიზმი


1960-იან წლებში ორმა ახალგაზრდა ჰიპმა, კერი თორნლიმ და გრეგ ჰილმა ხუმრობით შექმნეს „ქაოსის რელიგია“, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა ამერიკელი ავტორის რობერტ ანტონ უილსონის წყალობით. მისი საკულტო სატირული ტრილოგიის “ილუმინატუსი"-ს ფილოსოფია ეფუძნება დისკორდიანიზმს.image

8. ევთანზიის ეკლესია


1992 წელს დაარსებული ევთანაზიის ეკლესია მსოფლიოში ერთადერთ ანტიადამიანურ რელიგიად ითვლება. იგი გვთავაზობს ჭარბი მოსახლეობის პრობლემის და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას მასიური ნებაყოფლობითი შემცირების გზით. მისი ცნობილი დევიზია "გადაარჩინე პლანეტა - მოიკალი თავი!"image

9. ჭეშმარიტი შინაგანი სინათლის ტაძარი


ამ რწმენის მიმდევრებს სჯერათ, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ჰალუცინოგენური სოკო უფლის ჭეშმარიტი ხორცია. მათ ასევე სჯერათ, რომ ყველა სხვა რელიგია დაფუძნებულია ფსიქოდელიურ გამოცდილებაზე.image

10. ჯედაიზმი


ამ რელიგიას მისდევს ვარსკვლავური ომების ათასობით ფანი, რომლებსაც სჯერათ, რომ ძალა მართლაც ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. 2013 წელს ჯედაიზმი იყო მეშვიდე უდიდესი რელიგია გაერთიანებულ სამეფოში, წარმოუდგენელი რაოდენობის 175000 მიმდევარით.image

11. რასტაფარიანიზმი


ეს ახალგაზრდა რელიგია დაიბადა მას შემდეგ, რაც ჰაილე სელასი I გახდა ეთიოპიის მეფე 1930 წელს. რასტაფარიანებს სჯერათ მისი ღვთაებრიობის, ისევე იმ ფაქტის, რომ ის ემიგრაციაში მცხოვრებ შავი თემის წევრებს აფრიკაში დააბრუნებს. ისინი ხაზს უსვამენ ბუნებრივ ცხოვრების წესს, ატარებენ დრედებს და ეწევიან მარიხუანას განწყობის ასამაღლებლად.image

12. ფრისბიტარიზმი


ფრისბიტარიზმი უფრო მეტად არის შემდგომი ცხოვრების რწმენის პაროდია. მისი არსი გამოთქვა ამერიკელმა კომიკოსმა ჯორჯ კარლინმა ფრაზით: „როდესაც ადამიანი კვდება, მისი სული ამაღლდება და ფრისბივით რჩება სახურავზე, სადაც რჩება დადებული“.image


1
197
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
197
  
2023, 18 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1