x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
16 არქეოლოგიური აღმოჩენა, რომლებიც იმაზე მეტს მოგითხრობთ, ვიდრე ისტორიის წიგნები

image
არქეოლოგები და ისტორიკოსები წლების განმავლობაში იკვლევდნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და ფარულ ფაქტებს. თუ ისტორიკოსები ცდილობენ ხელახლა შექმნან მოვლენები, რომლებიც მოხდა საუკუნეების წინ, მაშინ არქეოლოგები სიტყვასიტყვით ხელით თხრიან მტკიცებულებებს გარკვეული ინციდენტებისა და ეპოქების არსებობის შესახებ:

1. მე-12 საუკუნის ამ ბუდისტურ სკულპტურას თვალებში სისხლძარღვები აქვს.image

2. 3400 წლის ხელოვნური ბეწვის ქუდი, რომელიც დამზადებულია ქსოვილისგან, რომელზეც შეკერილია პატარა ძაფებით, რათა მას ბეწვის იერი მიეცეს.image

3. პროტაზანი - ცივი იარაღი, რომელიც ლუი XIV-ის მცველს ეკუთვნოდა. საფრანგეთი, დაახლოებით 1678–1709 წლებიimage

4. მოჩიკას კულტურის კერამიკული ჭურჭელი, დიდგვაროვანის უაღრესად რეალისტური ნატურალური ზომის პორტრეტით. 400 წ. ჩვენი წელთაღრიცხვითimage

5. კოლბა ჩილიმისთვის, დამზადებული თეთრი ნეფრიტისგან, ჩასმული ოქროთი, ლალითა და ზურმუხტით. დეკანი, ინდოეთი, მე-17-18 საუკუნეimage

6. ვიკინგების თავის ქალა მოქლიბული კბილებით იპოვეს დორსეტში, ინგლისის მასობრივ საფლავში. ასეთი კბილების დანიშნულება გაურკვეველია, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ კბილების ნაწილები სავარაუდოდ შეღებილი იყო (ალბათ წითლად) ბრძოლაში მოწინააღმდეგეების დასაშინებლად ან მათი, როგორც დიდი მეომრის სტატუსის საჩვენებლად.image

7. შუმერული ქალის ქანდაკება ნაპოვნი აბუს ტაძარში თელ ასმარში, 2700 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.image

8. ინგლისში, იორკში ნაპოვნი ტყავისგან და ცხენის ძვლისგან დამზადებული ვიკინგების ციგურები. ისინი დიდი ალბათობით ყინულზე სასიარულოდ გამოიყენებოდა.image

9. კერამიკული ცხენი 1800 წლის. ჰანის დინასტია (ძვ. წ. 202–ახ. წ. 9, ახ. წ. 25–220 წწ.), ახლა ის ჩინეთში სანსინდუის მუზეუმშია შენახულიimage

10. ძაფით შეკრული დამწვარი ლეღვით სავსე 3100 წლის ქილა. ეკრონი, ისრაელი, მე-12 საუკუნე ძვ.წimage

11. ლურჯი ფაიფურის ვაზა სპილოს თავით. ჩინეთი, ძინის დინასტია, 1736-1795 წლებიimage

12. 2000 წლის მამაკაცის ქანდაკების თავი, რომელიც ახლახხანს აღმოაჩინეს თურქეთში სხვა სკულპტურების ფრაგმენტებთან ერთად. თავის ზომით თუ ვიმსჯელებთ, სრული ქანდაკება სავარაუდოდ სამი მეტრის სიმაღლის იყო, მაგრამ ვის წარმოადგენს ის საიდუმლოდ რჩება.image

13. შამშირი ოქროთი და მინანქრისგან დამზადებული დანა, ჯაიპური, ინდოეთი, მე-17 საუკუნე.image

14. მაიას ტომის მოზაიკის ნიღაბი 250–450 წ. ეს ნიღაბი ყველაზე ადრეა აღმოჩენილი პალენკეს ელიტარულ სამარხში.image

15. თაგვის ფორმის გამჭვირვალე კობალტის ლურჯი მინის კოლბა, II საუკუნე. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკიimage

16. მოზაიკის იატაკი დიონისეს თავით II-III საუკუნეების რომაულ ვილაში, კორინთოში.image

1
2121
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2121
  
2022, 23 ნოემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1