საბუნებისმეტყველო შავი ზღვა ხელოვნურად არის შექმნილი? 2023, 18 მაისი, 9:00 არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ დედამიწა – უზარმაზარი მაღარო იყო, ზოგიერთი მაღალგანვითარებული ცივილიზაციისთვის. ცივილიზაციის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე, ადამიანებს ნედლეული ესაჭიროებათ. და რაც უფრო ძველია ცივილიზაცია, მით მეტი წიაღისეულია საჭირო მისთვის... და როგორც ყველასთვის ცნობილია, არსებობის და განვითარებისთვის, სხვადასხვა სახის რესურსის მოპოვება ქანებიდან ხდება. სხვადასხვა ქიმიური ელემენტი სამყაროში, მეტად არათანაბრად არის განაწილებული. რაღაც, შეიძლება, უხვად იყოს ჩვენს პლანეტაზე, სხვა რაღაც კი, პირიქით, შეიძლება საკმარისი რაოდენობის არ იყოს. ამიტომ, თუ წარმოვიდგენთ, რომ გარკვეულმა ცივილიზაციამ დედამიწაზე აღმოაჩინა მისთვის ღირებული რესურსები, სავსებით ლოგიკური იქნებოდა, მისი მოპოვება და საკუთარ პლანეტაზე გაგზავნა. ეს თეორია თანამედროვე სამთო მოპოვების ობიექტების და «ბუნებრივი ძეგლების» სურათების შედარებით დაიბადა. დედამიწაზე უამრავი ობიექტია, რომელიც უძველეს კარიერად შეიძლება ჩაითვალოს. მაგ., უოტკინსის მთები, გრენლანდიაში. მაგრამ, აქ მხოლოდ ერთ «ბუნებრივი ძეგლს» განვიხილავთ, რომელიც პირდაპირ ჩვენს რეგიონში მდებარეობს. იმაზე თუ დაფიქრებულხართ, თუ როგორ გაჩნდა შავი ზღვა? ალბათ, არა, რადგან სკოლაში ისედაც გვასწავლიან, თუ რა და როგორ იყო. ოფიციალური ვერსიით, ეს დაახლოებით, 27–5 მლნ. წლის წინ მოხდა, როდესაც წყალდიდობის დროს, წყალმა შავი ზღვის ქვაბული შეავსო. შემდგომში, მისი წყალი ხან ერეოდა ოკეანის წყალს, ხან კი, მასში ჩამდინარე მდინარეების წყლით ზავდებოდა და ის, დაბალი მარილიანობის მქონე, ტბას წარმოადგენდა. დაახლოებით, 7500 წლის წინ, გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, ტბა დაიტბორა, მისი წყლის მარილიანობა გაიზარდა და უამრავი მტკნარი წყლის თევზი დაიღუპა. ამის გამო, ზღვის წყალში დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადი გაჩნდა და სწორედ ამიტომ, დაარქვეს მას «შავი». ეს დღეს არის, რომ გოგირდწყალბადის ფენა 150–200 მ. სიღრმეზე. მაგრამ, იყო დრო, როდესაც ის ზღვის ზედაპირამდე იყო და წყალს და ყველაფერს, რაც მასში ხვდებოდა, ან მოძრაობდა, შავი ხდებოდა. რაც შეეხება, მისი შექმნის საკითხს, ოფიციალურის გარდა, შავი ზღვის წარმოქმნის ალტერნატიული ვერსიაც არსებობს, რომლის მიხედვით, ზღვის ქვაბული ბუნების მიერ კი არა, ხელოვნურად არის შექმნილი. ამ ალტერნატიულ თეორიას საფუძვლად 2 ფაქტი უდევს: ჯერ ერთი – ის რომ, შავი ზღვა ყველაზე ახალგაზრდაა, დღეს არსებულ ზღვებს შორის და მეორე და ყველაზე მთავარი – მისი ფსკერის უცნაური რელიეფია. შავი ზღვის ფსკერის რელიეფს თუ დავაკვირდებით, ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვეულებრივი იზობათებია. თუმცა, ზღვის ქვაბულის ხელოვნურად შექმნის თეორიის მომხრეები, მასსა და წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას შორის, პარალელებს ავლებენ და ზღვის ქვაბულს, წიაღისეულის მოპოვების შემდეგ, დარჩენილ ქვაბულებს ადარებენ. გამოდის, რომ ზღვა ამოთხრილია?! და თუ დავიჯერებთ, რომ ეს სიმართლეა, მაშინ ვის ძალუძდა ამ მეგა ქვაბულის გაკეთება?.. პირველი, რაც ამ კითხვებზე საპასუხოდ, ადამიანს თავში შეიძლება მოუვიდეს, – ეს უცხოპლანეტელები არიან. რადგან, არსებობს შუმერული ჩანაწერები, რომლის მიხედვით, ნიბირუდან ჩამოსული ანუნაკები, საკუთარი პლანეტის გადასარჩენად, დედამიწაზე ოქროს მოიპოვებდნენ. შესაძლებელია, ამ რეგიონში ძვირფასი ლითონის დიდი საბადო იყო. ხოლო, როდესაც მარაგი ამოიწურა, – ის მიატოვეს. ამ ინფორმაციის გარდა, შავ ზღვას არაერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება. პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნეს ეკუთვნის. ოქროს საწმისის წასაღებად, სწორედ შავი ზღვის გავლით მოვიდნენ არგონავტები კოლხიდაში. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* უცნობი ცივილიზაციის მიერ შექმნილი კლდეში ნაკვეთი ტაძარი* 25 წარმოუდგენელი ფაქტი იაპონიის შესახებ* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VIII ნაწილი)1369 შეფასება არ არის
|