საზოგადოება "სირცხვილი შენ" - დაპირიპირება ნინო წილოსანსა და ვიკა ბუკიას შორის 2023, 16 მაისი, 19:38 "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ერთწლიანი მუშაობის შეჯამება "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ თავისი მორიგი სახალისო ვიდეოს თემად გამოიყენა და მმართველი გუნდის ღონისძიებაზე დამსწრე ლიდერები გაშარჟებული ქოცი "მანანას" ხმით აამეტყველა, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატს, ნინო წილოსანს არა თუ არ მოეწონა, ტელეწამყვანს ბრალი უნიჭობაშიც კი დასდო:"ჟურნალისტებს რომ ნაკლები მგრძნობელობა აქვთ ქალების მხარდაჭერის და სოლიდარობის კუთხით, ეს ალბათ სიახლე არ არის. უბრალოდ ახალ სტადიაზე გადავედით – პოლიტიკაში მყოფ ქალებზე ღლიცინი და გაშარჟება. დასანანია, რომ ამის ავტორიც ქალი ჟურნალისტია ..იმ ჟურნალისტმა, რომლის ტელევიზიაც ნაკლებად გამოირჩევა ჟურნალისტური საქმიანობის საერთოდ რამე სტანდარტით, ამჯერად ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის ქალების დაცინვა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ იუმორის კარგი გრძნობა მაქვს იუმორი ისევ ტყუილებმა ჩაანაცვლა – კორუმპირებული ქალები და მოგებული ტენდერებიო…სასაცილოა უდიდესი მავნებლობა რომ არ იყოს. ვერც ერთი ფაქტთან მიახლოებული ჭორიც კი ვერ დაადასტურებს ამ მდაბიო ტყუილს და ამიტომ უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ ხუმრობა არ გამოუვიდა, ნიჭია მაინც ყველაფერი :)) #shameonyou"- დაწერა "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოციალურ ქსელში, რომელსაც თავად ქოც ატივისტთა კრებითი სახე "მანანა" მალევე შემდეგი შინარსის სტატუსით გამოეხმაურა:"ქალთა მიმართ უშველებელი მგრძნობელობის მქონე ნინოს ეწყინა ფაშისტკა მანანას აბოსლუტურად უწყინარი ხუმრობა. ნეუჟელი დავრჩი მისი მგრძნობელობის გარეშე?"- დაწერა ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ ტელწამყვანის მოფიქრებული პერსონაჟი "მანანა", რომელიც "ქართული ოცნების" აქტივისტთა ერთგვარი კრებითი სახეა საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვიდეოებს მისი "მონაწილეობით" მილიონობით ნახვებიც კი აქვს.შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. წლიური ანგარიში ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარადგინა. ორგანიზაციის გამგეობასა და რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებმაც.1433 შეფასება არ არის |