x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რითი არ მოგეწონათ, აბა ის მოგწონთ, რომ დათვრებიან და ცოლების ცემას იწყებენ?"- ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მედიაში გავრცელებულ მოსამართლეების მოლხენის კადრებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩვეული ირონიით ეხმაურება და საზოგადოებას კითხვით მიმართავს რას უწუნებენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ამღერებულ ლევან მურუსიძეს:


"რითი არ მოგეწონათ მურუსიძის სიმთვრალე, კაცი ლექსებს ამბობდა და სიყვარულს აფრქვევდა. აბა ის მოგწონთ, რომ დათვრებიან და გინებას, ჩხუბს და ცოლების ცემას რომ იწყებენ?"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულმა შეზარხოშებული მოსამართლეების კადრებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, ისინი გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" მოსამართლის დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. პროფესიული დღის აღნიშვნას სასამართლო კლანის ლიდერები და სანქცირებული მოსამართლეები ესწრებოდნენ, რომელთა შორის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც იყო. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულმა ლევან მურუსიძემ რესტორნის წინ შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე გიორგი ლეონიძის ლექსიც წაიკითხა და განაცხადა რომ მას პერსონალური სანქციების არ ეშინია:


"ბევრი ლექსი ვიცი სხვათა შორის. მიყვარს ზოგადად ქართული პოეზია. ლეონიძე მიყვარს, გალაკტიონზე აღარ ვლაპარაკობ, მირზა გელოვანი მიყვარს, ლადო ასათიანი მიყვარს, პოეზია, ლექსები - ეს ყველაფერი, ბებია-ბაბუასთან ასე ვიზრდებოდი. ეს ყველაფერი მაძლევს ენერგიას და ძალას, რომ ამას ყველაფერს, ყველა განსაცდელს შევხვდე მშვიდად, " - განაცხადა მურუსიძემ.


ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით.






0
625
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
625