სხვა 25 წარმოუდგენელი ფაქტი იაპონიის შესახებ 2023, 17 მაისი, 9:55 1. ყველაზე შეურაცხმყოფელი გინება იაპონიაში — «სულელი» და «იდიოტია». შეურაცხყოფის ხარისხი კი, ამ სიტყვების წარმოთქმისას, ინტონაციაზე და ხმის სიმაღლეზეა დამოკიდებული. 2. იაპონურ ენაში, ერთდროულად, სამი სახის დამწერლობას გამოიყენება: კანჯი (იეროგლიფური დამწერლობა), ჰირაგანა (სიტყვების დაწერის სისტემა მარცვლების მიხედვით) და კატაკანა (ნასესხები სიტყვების მარცვლებად დაწერის სისტემა). 3. იაპონური ენა ზრდილობის რამდენიმე დონეს შეიცავს. ესენია: სასაუბრო, პატივსაცემი, თავაზიანი და ძალიან თავაზიანი. ქალების უმეტესობა, მეტყველების პატივისცემის ფორმის გამოყენებით ურთიერთობს. ხოლო, მამაკაცები, — სასაუბროს იყენებენ. 4. იაპონურ ენაში თვეებს სახელები არ აქვს, ამის ნაცვლად, თვე ნომრით აღინიშნება. მაგ., სექტემბერი — «კუგაცუ» არის, რაც ქართულად «მეცხრე თვეს ნიშნავს». 5. იაპონელებს სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ პორნოგრაფიისადმი. ის იქ ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ყველა მაღაზიაში, პრესის დახლზე, აუცილებლად არის ჟურნალები აღნიშნული ფოტოებით. ხოლო, წიგნების დიდ მაღაზიებში, ამ სახის გამოცემებისთვის, მთელი სართულია გამოყოფილი. 6. თანხმობის ასაკი იაპონიაში — 13 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკიდან დაწყებული, ნებაყოფლობითი სექსი გაუპატიურებად არ ითვლება. 7. ამასთან, იაპონიაში, გაუპატიურების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში. 8. ქორწილების მესამედი ქვეყანაში — მშობლის მიერ ორგანიზებული გარიგების შედეგია. 9. რესტორნებში ფეხის ქირის გადახდა მიღებული არ არის. მომსახურებისთვის ზედმეტი ფულის გადახდა, იქ წყალობის გაღებად ითვლება. 10. იაპონელები ბევრს საუბრობენ საჭმელზე. ხოლო, საკვების მიღებისას, აუცილებლად აქებენ კერძებს. 11. იაპონელები — ნამდვილი მუშაჰოლიკები არიან. იქ სამუშაო ადგილზე, სამუშაო დღის დაწყებამდე, როგორც მინიმუმ, ნახევარი საათით ადრე მიდიან და შესვენების გარეშე, 15–18 საათს მუშაობენ. სადილისთვის მათ მხოლოდ 15 წუთი აქვთ. ამას როგორ ახერხებენ? უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში გაყიდული დიდების საფენების რაოდენობამ, ჩვეილების საფენების რაოდენობას გადააჭარბა. 12. იაპონურ ენაში სპეციალური ტერმინიც კი არსებობს, რომელიც დაღლილობით სიკვდილს ნიშნავს. «კაროში» — არის დიაგნოზი, რომლითაც ქვეყანაში, ყოველწლიურად, 10 000 ადამიანი იღუპება. 13. იაპონიაში არ ჩადიან სამუშაოს მაძიებლები. ადგილობრივი კანონის მიხედვით, უცხოელების ანაზღაურება, არ უნდა აღემატებოდეს, იაპონიაში დაწესებულ საშუალო ხელფასს. ასე, რომ, იაპონიაში სამუშაოზე მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებს იწვევენ. 14. ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქებში, ზამთარში, ყველა ტროტუარი თბება, ამიტომ სავალ ადგილებზე, ყინული არასდროს არის. მაგრამ, ამავდროულად, იაპონიაში ცენტრალური გათბობა არ არსებობს. ყველა საკუთარ სახლს თავისით ათბობს. 15. იაპონიის ქუჩებში შეგიძლიათ სპეციალური ურნები ნახოთ ქოლგებით. წვიმის დაწყების შემთხვევაში, ნებისმიერი ქოლგის აღება შეიძლება. ხოლო, როდესაც წვიმა გადაიღებს, ქოლგის დატოვება უახლოეს ურნაში შეიძლება. 16. იაპონიაში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები ცხოვრობენ. დაკარგული საფულის ნახვა, 90% შემთხვევაში, დაკარგული ნივთების სააგენტოში შეიძლება. 17. იაპონიაში სიკვდილით დასჯის კანონი არსებობს. დასჯის უმეტესობას, ქვეყნის იუსტიციის მინისტრი პირადად ესწრება. 18. ტოკიო — ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისია. იქ ისეთი სიმშვიდეა, რომ ექვსი წლის ბავშვებიც კი, დამოუკიდებლად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 19. იაპონიაში არ არსებობს მაროდიორობა. მიწისძვრების შედეგად, დანგრეულ დასახლებაში კი, სხვისი ქონების მითვისება, აზრად არავის მოუვა. 20. იაპონელი პოლიციელები — ყველაზე პატიოსნები არიან მსოფლიოში. ისინი ქრთამს არასდროს იღებენ და უმნიშვნელო დარღვევების გამო, ტურისტებს არ აჯარიმებენ. 21. იაპონურ ოჯახებში ნორმად ითვლება, თუ და–ძმა ერთმანეთთან არ ურთიერთობს და ერთმანეთის ტელეფონის ნომრები არა აქვთ. 22. იაპონიაში ძალიან დაბალი პენსიაა. მაქსიმალური სოციალური დახმარება მოხუცებისთვის, 300 დოლარის ეკვივალენტია. ითვლება, რომ ყველა იაპონელმა, სიბერეზე თავად უნდა იზრუნოს. 23. იაპონელები თითქმის არასდროს იწვევენ სტუმრებს. უმეტეს შემთხვევაში, მოწვევა — «შემომიარეთ როგორმე», უბრალოდ, თავაზიანობად უნდა მიიღოთ. 24. იაპონიაში, პირველ რიგში, ყოველთვის მამაკაცებს ემსახურებიან. მაგ., რესტორანში შეკვეთას ჯერ მამაკაცებისგან იღებენ. მისალმებითაც კი, ყველა დაწესებულებაში, ჯერ მამაკაცებს ესალმებიან, ხოლო შემდეგ ქალებს. 25. იაპონურ ტელეფონებში საგანგებო გაფრთხილების სისტემაა ჩამონტაჟებული. თუ რაიმე კატაკლიზმი ხდება, რეგიონის ყველა ტელეფონში განგაშის სიგნალი ირთვება. ამის შემდეგ, ყველა მესიჯს იღებს, რომელშიც ახსნილია, თუ რა მოხდა და როგორ უნდა მოიქცნენ. არხის სხვა სიახლეები:* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VIII ნაწილი)* საინტერესო ფაქტები ჩვენი მხედველობის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ* 5 გასაოცარი რამ, რაც მიწისქვეშ ხდება547 1-ს მოსწონს
|