ქალი და მამაკაცი "მე ვიწექი იმ მღვდელთან, რომელმაც ჩვენ ჯვარი დაგვწერა"-Reddit-ის მომხმარებლებმა ანონიმურად გაამხილეს საიდუმლოებები,რომელსაც მეუღლეებს უმალავენ 2023, 15 მაისი, 14:23 BuzzFeed-ისა და Reddit-ის მომხმარებლებმა გაამხილეს ყველაზე დიდი საიდუმლოება, რომელსაც მეუღლეებს უმალავენ, რა თქმა სრული ანონიმურობის დაცვით. "ჩემი ცოლის სამივე დასთან ერთად რამდენჯერმე ვიწექი და მან ეს ჯერ არ იცის", - აღიარა ერთმა ანონიმურმა მომხმარებელმა. ”მე ასევე მყავს საიდუმლო შვილი მის უფროს დასთან. ის მომკლავს, თუკი ამის შესახებ გაიგებს“. „ჩემს ცოლს ჰქონდა მოშარდვის პრობლემა, (ანუ ქვეშ იფსავდა)როდესაც ის მოზარდი იყო და ახლა მიაჩნია, რომ როდესაც გაიზარდა ეს პრობლემაც მოეხსნა, ახლა, როცა ის ასველებს საწოლს და მე პირველი ვიღვიძებ, ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი მე მომივიდა“. „ადრე ვიყავი გათხოვილი, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი ქმარი ფიქრობს, რომ ეს ჩემი პირველი ქორწინებაა." „ჩემი პირველი ქორწინება ძალზე ახალგაზრდა ასაკში მქონდა, რომელიც მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა. ჩემს ახალ ქორწინების მოწმობაშიც კი მოვიტყუე. ამ საიდუმლოს საფლავში წავიღებ“. „ ჩემი პირველი ქმრისგან 17 წლის ასაკში დავორსულდი და მამამ გვაიძულებდა დაქორწინება. სამი წლის შემდეგ ჩვენ მეგობრულად დავშორდით, მაგრამ სინამდვილეში მაშინვე დავშორდით უსახსრობის გამო." „ფაქტობრივად, კიდევ ექვსი წელი არ შევიტანეთ განცხადება, არა და, რაც მე და ჩემმა მეორე ქმარმა ურთიერთობა დავიწყეთ, არასოდეს მითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობის მთელი პირველი წლის განმავლობაში სხვაზე ვიყავი დაქორწინებული“. "მე ვიწექი იმ მღვდელთან, რომელმაც ჩვენ ჯვარი დაგვწერა" "უკვე შვიდი წელია გათხოვილი ვარ და ქმართან ყველა ორგაზმის სიმულაციას ვახდენ. არ მინდა, რომ განაწყენდეს" „მას ცუდი მხედველობა აქვს და თავიდან ვერ მიხვდა, რომ მე ვხმარობ ულტრარეალისტური ფერის კონტაქტურ ლინზებს. დაახლოებით 10 წელია ვიყენებ ფერად კონტაქტურ ლინზებს და მხოლოდ შხაპის მისაღების დროს ვიხსნი, რომ თავლები დავასვენო. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ეს არ არის ჩემი ნამდვილი თვალის ფერი." 640 2-ს მოსწონს
|