x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სტალინის "მყისიერი" რეაქცია ჰიტლერის თავდასხმისა და ომის დაწყების შესახებ შეტყობინებაზე - რა გააკეთა ლიდერმა პირველად

image


იოსებ სტალინი შეიძლება მკაცრი და ძალიან დისციპლინირებული ადამიანი იყო, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ისიც იბნეოდა. მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე 1941 წლის 22 ივნისის საბედისწერო თარიღი იყო. ნაცისტური გერმანიის თავდასხმა "ერის მამისთვის" სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. სტალინის ხასიათის ერთ-ერთი მთავარი თვისება ეჭვიანობა იყო. ის არავის ენდობოდა, მაშინაც კი, როცა მას გერმანიის ომში ჩართვის ზუსტი თარიღისა და დროის შესახებ აცნობეს, ის თვლიდა რომ ამის მიზანი მისი ჰიტლერთან დაპირისპირება იყო.


image


მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი სტალინისთვის ერთგვარი "წმინდა ძროხა" იყო. ლიდერი თვლიდა, რომ თუ ის თავად არ აპირებდა გერმანიასთან ომის დაწყებას (თუმცა მრავალი წყაროს თანახმად, მას პირველს სურდა თავდასხმა, მაგრამ მოგვიანებით), დადებული ხელშეკრულებისადმი ერთგული ჰიტლერიც იქნებოდა.

image


მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერა


ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ სტალინი უფრო მეტად ფიურერს ენდობოდა, ვიდრე ბრიტანელებსა და ამერიკელებს, თუმცა არც ისინი იყვნენ უცოდველნი. ავიღოთ, მაგალითად, რუდოლფ ჰესის გაქცევა ინგლისში, სადაც "ნაცისტ No3"-ს ბრიტანელებისთვის სურდა სსრკ-ს წინააღმდეგ ალიანსის შექმნის შეთავაზება. გერმანიის სსრკ-ზე მოღალატეობრივ თავდასხმაზე სტალინის რეაქციის შესახებ ბევრი რამ დაიწერა. ძირითადად, ეს იყო ლიდერის უახლოესი თანამოაზრეების მოგონებები.

image

ამრიგად, სტალინმა საბჭოთა ხალხისადმი რადიო მიმართვის ჩაწერაზე კატეგორიული უარი განაცხადა და სიტყვით გამოსვლა ვიაჩესლავ მოლოტოვს დაავალა, თუმცა ზოგიერთი ცნობით ის მიმართვის ტექსტის შედგენაში თავადაც მონაწილეობდა. დილის 4:30 -ზე მარშალმა ტიმოშენკომ სტალინს ომის დაწყების შესახებ მოახსენა. ლიდერს ბოლომდე სჯეროდა, რომ ეს გერმანელების მასობრივი პროვოკაცია იყო და თვლიდა, რომ ჰიტლერი საქმის კურსში არ იყო.


image


მაშინაც კი, როცა ვიაჩესლავ მოლოტოვი ლიდერის კაბინეტში შევიდა და მოახსენა, რომ ომი გერმანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, სტალინი მაინც ორჭოფობდა ღირდა თუ არა საპასუხო ცეცხლის გახსნა. ამასობაში ომი გაჩაღდა, დაიბომბა კიევი და მინსკი. საბჭოთა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგეს სარდლობის ყოველგვარი ბრძანების გარეშეც კი გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს. ანასტას მიკოიანი და ნიკიტა ხრუშჩოვი ჰყვებოდნენ, რომ სტალინი უკიდურესად დეპრესიულ, თითქმის პროსტრაციულ მდგომაროებაში იყო. მოლოტოვი კი ლიდერის ძლიერ დაბნეულობაზე მიუთითებდა, რაც მისი თქმით, მოულოდნელობითა და მოღალატეობრივი თავდასხმით იყო გამოწვეული.


image


სტალინის აგარაკი


თუ რა გააკეთა სტალინმა 22-დან 28 ივნისამდე პერიოდში, სრულიად გაუგებარია. ამ დღეების შესახებ მოწმეები დუმან, თუმცა სწორედ ამ დროს განიცადა კატასტროფული მარცხი წითელმა არმიამ. ცნობილია, რომ მას საუბარი გიორგი ჟუკოვთან ჰქონდა, თუმცა საუბრის არსი საიდუმლოდ დარჩა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ 29 ივნისს სტალინი მანქანაში ჩაჯდა და კუნცევოს აგარაკისკენ გაემართა, სადაც შესვლა ყველასთვის აკრძალა. დიდი ალბათობით, ეს დრო ლიდერს იმისთვის დასჭირდა, რომ ომის რეალობა გაეცნობიერებინა და ფრონტზე არსებული ვითარება დაახლოებით მაინც შეეფასებინა.


image


სხვა წყაროების მიხედვით, სტალინი გარემოცვისგან არ იმალებოდა, და 28 ივნისამდე სტუმრებს საკუთარ კაბინეტში თითქმის ყოველდღე იღებდა, მაგრამ 29-30 ივნისის ჩანაწერები გაურკვეველი მიზეზების გამო არ არსებობს, თუმცა შემონახულია მათი მოგონებები, ვინც ლიდერთან ამ დღეების განმავლობაში კომუნიცირებდა. ლავრენტი ბერიას თქმით, 29 ივნისის საღამოს მალენკოვი და მოლოტოვი კრემლში სტალინს ეწვივნენ, თუმცა ფრონტებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, მაშინ სტალინმა სახალხო კომისარიატში წასვლა თავადვე გადაწყვიტა. მარშალმა ტიმოშენკომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ნათლად და გასაგებად მოხსენება ვერ შეძლო, ხოლო ჟუკოვმა არაინფორმირებულობის გამო ისეთი საყვედური მიიღო, რომ საერთოდ გვერდით ოთახში გავიდა. მოლოტოვის თხოვნით ის მალევე დაბრუნდა, თუმცა ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად დამთრგუნველი იყო.


image


სტალინმა შეხვედრა ცნობილი ფრაზით დაასრულა, რომ ლენინის მიერ დატოვებული დიდი მემკვიდრეობა, მათ ვერ შეინარჩუნეს. შემდგომი მოვლენები კიდევ უფრო დრამატულად განვითარდა. სტალინი აგარაკზე დაბრუნდა. მის ადეკვატურ მდგომარეობაში მოყვანის მთავარი ინიციატორი ლავრენტი ბერია იყო. ის კაგანოვიჩთან, მოლოტოვთან და ვოროშილოვთან ერთად "ერის მამის" აგარაკზე გაეშურა. როგორც ბერია წერდა, სტალინს ეგონა, რომ პოლიტბიუროს წევრები უმოქმედობისთვის მის დასაჭერად მივიდნენ და ძალიან შეეშინდა, თუმცა მათ მოახერხეს სტალინის დარწმუნება, რომ თავი ხელში აეყვანა და ქვეყნის თავდაცვას უწინდებურად გაძღოლოდა. ამ მომენტიდან ლიდერი ქვეყნის ძველებურ მმართველად იქცა და ომის დასრულებამდე შედარებით ნათელ გონებასა და აქტივობას ინარჩუნებდა.


image


თუკი გიორგი ჟუკოვის მოგონებებს წაიკითხავთ, იქ აშკარა წინააღმდეგობებს აუცილებლად გადააწყდებით, თუ წიგნის პირველ ნაწილში გამარჯვების მარშალი სტალინის დეპრესიულ მდგომარეობას უარყოფდა, მეორეში წერდა, რომ ლიდერი მომხდარით იმდენად შოკირებული იყო, რომ გარეგნულადაც შეიცვალა და არსებული მომენტისთვის შესაბამისს ბრძანებებსაც კი ვერ გასცემდა. სინამდვილეში კი ყველაფერი როგორ მოხდა, ჩვენ ამას დიდი ალბათობით ვერასოდეს გავიგებთ.







0
919
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
919